• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნახავთ თუ ჩემი სიტყვები არ ახდება – პაატა იმნაძის ახალი პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
19:01 03-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ირწმუნება, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინა შემოვა და ეს, მისივე თქმით, ძალიან მალე მოხდება, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ხელს შეუშლიან ვაქცინაციის პროცესს.

“სერიოზულად მაწუხებს ერთი ამბავი, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ ვაქცინა არ არისო. სწორედ მათ აქვთ დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით. ეს ფაქტია და მთელი საქართველოს ამბობს. დღეს კი, ისევ დაწყებულია ეს პროცესი.

ეს უკრაინაში უკვე ხდება, ამაზე ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს, რომ უკრაინაში ვაქცინაცია ჩააგდონ. ჩვენთანაც იგივეს იზამენ. ნახავთ, სადღაც 2-3 კვირაში თუ არ გამოჩნდებიან ეს ადამიანები და იტყვიან, რომ არასანდო ვაქცინა შემოიტანესო, მერე რა, რომ ჯანმოს კვალიფიკაცია აქვს ამ ვაქცინასო, ნახავთ თუ ჩემი სიტყვები არ ახდება. ისინი იგულისხმებენ ყველა ვაქცინას იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესს სახელი გაუტეხონ“,– განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

რას აკეთებს სახელმწიფო ამის თავიდან ასაცილებლად და რატომ არ იწყებს ვაქცინის პროპაგანდას, ამაზე პაატა იმნაძეს არ უსაუბრია.

თეგები: პაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved