საგანგებო მზადება “ოცნების” ღონისძიებისთვის – რუსთაველი და თავისუფლება ქუჩის ძაღლებისგან გაასუფთავეს. ადგილზე ერთ მიუსაფარ ცხოველსაც კი ვეღარ იპოვით. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.
მთელი რუსთაველი და თავისუფლება გაასუფთავეს ქუჩის ძაღლებისგან.
ჩამოყრიან საწყლებს სადღაც ფონიჭალაში და ზაჰესთან და ვერასოდეს მოაგნებენ იმ ადგილებს, სადაც მიჩვეულნი არიან არსებობას
დიდი ალბათობით დაიხოცებიან კიდეც…
რა საჭირო იყო? ვის რას დაუშავებდნენ?- წერს ტონი ვაჭარაძე.
კომენტარები