• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

ალია ავტორი - ალია
14:38 07-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
მწერებისგან დამცავი ბადე
Facebook-ზე გაზიარება
17

ზაფხულის დადგომა და სახლში თუ ოფისში, დაუპატიჟებელი სტუმრების ჯარი – ერთია, იქნება ეს კოღო, ბუზი, თუ სხვა რომელიმე აბეზარი მწერი. არადა, ზაფხულია, თუ ზამთარი, სუფთა ჰაერი, განიავება და ჟანგბადი ყოველთვის საჭიროა. 

ის არის, გადაწყვეტ, რომ იქნებ მწერებისგან დამცავი ბადე დააყენო, რომ მილიარდიანი ბიზნესი ქიმიური სპრეების წინ გეღობება და გთავაზობს შური იძიო მწერებზე, მათი დახოცვით,. თითქოსდა და ერთხელ თუ დახოცავ, მეორედ სხვები აღარ მოფრინდებიან. ლამის ცხვირში გთხრიან ქიმიური შესასხურებლებს, აგერ უკვე გაგიხვიეს და პარკშიც ჩაგიდეს ე.წ. როზეტში შესაერთებელი აპარატები, რომლებიც, თურმე, ხან ხმას გამოსცემენ, შეუმჩნეველს, ხანაც სუნს და აფრთხობენ, ან კლავენ მწერებს. 

ცხადია, არავინ გეტყვის ბაზარზე, რომ ეს ე.წ. სწრაფი ეფექტი მახეა – მახეა ჩვენი ჯიბისა და ფინანსებისთვის. იაფი ღირს – იტყვი, კი, იაფი ღირს, 5 ლარი –  ერთი, 7 ლარი – მეორე, 8 ლარი –  მესამე, 10 – მეოთხე და მეხუთედ ისევ ახალ წრეზე მიდიხარ…

რაც მთავარია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები მუდმივად გვაფრთხილებენ, რომ ეს სწრაფი საშუალებები ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ალერგიული ადამიანებისთვის, ასევე საშიშია სახლებში, სადაც შინაური ცხოველები და ფრინველები ცხოვრობენ.

და თუ მაინც უკვე მოასწარი ამ ქიმიური, სინთეზური საშუალებების გამოყენება და აღგენიშნება – თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები, თვალების წვა, სასუნთქი გზების გაღიზიანება – სახლი კარგად გაანიავე და თუ ამან არ გიშველა, არ გადადო ექიმთან ვიზიტი.

მწერებისგან თავდაცვის საშუალებებში კარგს და ცუდს ვერ გთავაზობ, ვერც არჩევანს, ვერც იმას მოგიყები, რითი სჯობს ერთი მეორეს, რადგან – სულ ერთი ცალი რეალურად მუშა, ხარისხიანი და უსაფრთხო საშუალებაა, – დამცავი ბადე. არც ერთი სხვა საშუალება არაა არც ქმედითი, არც უსაფრთხო და არც გრელვადიანი მოქმედების. 

კონდიციონერი, თუ მწერებისგან დამცავი ბადე?

ამ კითხვაზე პასუხია – ორივე. ზაფხულის ცხელ დღეებში, კონდიციონერი ნამდვილად საჭირო და საყვარელი ნივთია, მაგრამ საღამოს და ღამის ბუნებრივ გაგრილებას ალტერნატივა არ აქვს, ჯაბსაღი ცხოვრების წესზე ამ ბოლოს ბევრნი ვსაუბრობთ და ღამით მაინც რომ იყოს შენობაში ჯანსაღი, ბუნებრივი ცირკულაცია ჰაერის – გვავიწყდება ხოლმე. მწერების დამცავი ბადე საშუალებას გაძლევს ფანჯრები მთელი ღამე იყოს ღია, თანაც ისე, რომ მწერები ვერ დაგესხან თავს და მშვიდად იძინო. 

რომელი დამცავი ბადე გჭირდება?

რა წამშიც ყიდვას გადაწყვეტ, ყველა მხრიდან შემოგიტევს მისი უდიდებულესობა აგრესიული მარკეტინგი და ერთი ჯერ მართლა უთოში არ ირთვება რეკლამა, თორემ, ყველა მხრიდან გეტყვიან, რომ უნივერსალური ბადე აქვთ, რომელიც ყველა ტიპის სახლისთვის იდეალურია! – ეს რეალურად მარკეტინგული ხრიკია, რომელსაც არაფერი აქვს საერთი სიმართლესთან, ნახევრად სიმართლეც კი არაა. 

თუ გაიფიქრებ, რომ ფასის მიხედვით შეარჩევ, ეგ უკვე შენი შეცდომაა, რადგან თუ ვერ მოუხდინე შენს სახლს, თავიდან მოგიწევს ყიდვა და როგორ იაფადაც უნდა იყიდო, მაინც ორმაგი ხარჯია. 

რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

თუ შინაური ცხოველი გყავს

კატა და ძაღლი, ჩვეულებრივ, სტანდარტულ, ხო, უნივერსალურს რომ ეძახიან, იმ ბადეს თათის ერთი ჩამოსმით ხევს ხოლმე. ამიტომ, სახლებში, სადაც შინაური ცხოველები და ფრინველები ცხოვრობენ, მწერებისგან დამცავი ბადე უნდა იყოს სპეციალური, გაძლიერებული დაცვით. მაღალი სიმკვრივის და დაფარული დამცავი ფენით. მაგალითად, Pet Screen, ის ჩვეულებრივ ბადეზე მინიმუმ 7–ჯერ მტკიცეა. 

ხშირად ბაზარზე გეუბნებიან, რომ ეს კონკრეტული მინაბოჭკოვანი ბადე, კარგი ხარისხისაა და მას კატა თუ ძაღლი ვერაფერს დააკლებს. ეს, ცხადია, ტყუილია, მოკლე ფეხით არა, უფეხო ტყუილია, რადგან ნამდვილი Pet Screen საერთოდ არ არის მინაბოჭკოვანი, ის რეზინისებრი და დრეკადია. ამიტომ, ყიდვამდე, ხელით კარგად გასინჯე, თუ მყარი და უხეშია, – გატყუებენ. 

დიდი ვიტრაჟული ფანჯრებისა და აივნისთვის

დაამონტაჟებ ე.წ. ჩვეულებრივ ბადეს და ბადის გაღება თუ მოგინდება, უზარმაზარი სივრცე მიაქვს,  ასეთ დროს, იდეალურია პლისე სისტემები, რომლების ევროპასა და ამერიკაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იკეცება სპეციალური რელსებით, როდესაც ბადე არ გჭირდება, უბრალოდ გაწევ, ან აწევ და პრაქტიკულად „ქრება“. 

სხვათა შორის, ეს მოდელი ასევე კარგია აივნებზე, ტერასებზე, იქ, სადაც ხშირადაა ძლიერი ქარი, რადგამ იდეალურად უძლებს დატვირთვას. 

მაგრამ, აქაც გხვდება ერთი მარკეტინგული ხრიკი, რომელსაც არავინ გეტყვის. პირიქით, გეტყვიან, რომ დიდხანს გაძლებს და მყარია. კი, მყარია, მაგრამ დიდხანს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაძლებს, თუ თვეში ერთხელ მაინც მტვერსასრუტით გაწმენ მის ქვედა ნაწილს. სხვა შემთხვევაში, ამ ქვედა ნაწილში მოხვედრილი მტვერი, ქვიშა, ყოველი გაღება–დახურვის ძაფებს ეხება და ხევს მას. 

მოკლედ, სანამ იყიდი, უნდა იცოდე, თუ არ ხარ მზად, თვეში ერთხელ მაინც მტვერსასრუტით გაწმინდო – ორ სეზონზე მეტს ვერც გაგიძლებს. 

კომფორტი – როლეტური ბადეები

კომფორტი, ფუნქციონალურობა და მინიმალისტური დიზაინი თუ გსურს, არჩევანი როლეტურ ბადეებზე უნდა შეაჩერო. ეს სისტემა ჩამოჰგავს ფანჯრის ჟალუზებს მუშაობის პრინციპით. დამონტაჟებულია და საჭიროებისას აფიქსირებ, როგორც გსურს. თუ ბადის აწევა გსურს, ხელის ერთი მოძრაობა და დახვეულია. 

სტანდარტული, ე.წ. ჩვეულებრივი ბადისგან განსხვავებით, არ გიწევს ზამთარში მოხსნა და სადღაც შენახვა. არის ფანჯრის ზედა კუთხეში, თავის ყუთში, არც ხელს გიშლის, არც ვიზუალურად ტვირთავს ფანჯარას. 

ამ მოდელშიც დევს ხოლმე პატარა ფინანსური და მარკეტინგული ბომბი. ეს სისტემა რომ მოგყიდონ, გეტყვიან, რომ რაკი ეს მოდელი ზამთარში საკუთარ ყუთში ინახავს ბადეს, არ ფუჭდება და ათეულობით წლები ძლებს და ეს სიმართლეცაა და ტყუილიც. ბადე გაძლებს, ოღონდ, რამდენად იქნება მოძრავი ბადეც შემდეგ სეზონზე? 

ამ მოდელში მთავარია არ ეყენოს შიდა ზამბარა და სამუხრუჭე მექანიზმი იაფფასიანი. იაფფასიანი მოდელების შემთხვევაში, ზამბარა მალევე მოიშლება და ან ბოლომდე აღარ იხვევა, ან პირიქით, ისე ძლიერად ავარდება, რომ შეიძლება კონსტრუქციაც დააზიანოს. 

თუ ამ მოდელის ყიდვას გადაწყვეტ, შეაწყვეტინე გამყიდველს ბადის ხარისხზე საუბარი და ჰკითხე ზამბარასა და მექანიზმზე. 

ფასი?

გააჩნია. თუ გატყუებენ, მაშინ, ფასს განსაზღვრავს ხრიკი – რამდენად იაფფასიან კომპონენტებს ჩაგიმონტაჟებენ ძვირადღირებული ბრენდის სახელით.

არც ერთი ბადე არ არის ისეთი ძვირადღირებული, რომ ხარისხის მიხედვით ყიდვა არ გერჩივნოს, ამიტომ, უმთავრესი პირობაა, ხარისხი და ის, რა ტიპის სახლში, როგორ გარემოში გსურს მისი გამოყენება. 

რომელი ბადე არ „იწვება“ და ხუნდება მზისგან?

ზემოთ რაც ჩამოვთვალე, იმათგან არც ერთია უკვდავი. დროთა განმავლობაში მზე მასალას აშრობს, კარგავს ელასტიურობას. აქ მთავარი კითხვა ისაა, რამდენად ხარისხიანია და ორი სეზონის შემდეგ „გადაიწვება“ თუ ხუთი სეზონი მოგემსახურება?

თუ მაინც გინდა ბადე, რომელსაც ვერასოდეს დაწვავს მზე, უნდა იყიდო უჟანგავი ფოლადის ბადე, მას მზე ნამდვილად ვერაფერს დააკლებს. ოღონდ, წინასწარ უნდა იცოდე, რომ ეს არ არის იაფიანი და ბიუჯეტური ვერსია. 

რა ფერის უნდა იყოს მწერებისგან დამცავი ბადე?

ფერს რა მნიშვნელობა აქვს? გაიფიქრებ ახლა, ხომ? შემიძლია, დაგენაძლაო, რომ გამყიდველი გკითხავს რა ფერია ფანჯარა და თუ ეტყვი, რომ თეთრი, გირჩევს თეთრი ფერის ბადეს. თანაც გეტყვის, რომ ფანჯარასაც „მოუხდება: და სინათლესაც უკეთ გაატარებს. 

ეს ტყუილია. ადამიანის თვალი თეთრი ბადის ფერზე ფოკუსირდება და ეზოს, ქუჩის ნაცვლად, ჯერ თეთრ ბადეს ხედავ, შემდეგ კი ბუნდოვნად გარე ხედს. 

საუკეთესო ხედვისთვის იდეალურია შავი, ან მუქი ნაცრისფერი ფერის ბადე, იგი შთანთქავს სინათლეს, თვალი მასზე აღარ ფოკუსირდება, პირიქით, პრაქტიკულად უხილავია. 

აბა, რატომ მთავაზობენ გამყიდველები თეთრს? – დაფიქრდები, ალბათ და გიპასუხებ, რომ არანაირი ფილოსოფია, მიზეზი მარტივი და ბანალურია – იმიტომ, რომ ყველაზე მეტი ოდენობით თეთრი ფერის ბადე უდევთ საწყობში ამოსაყიდად. 

მოვლა – როგორ „იმუშაოს“ დიდხანს?

ადამიანები თვლიან, რომ დაამონტაჟებ და ეგაა, მორჩა. არადა, ბადე, რომელიც გაუწმენდავია და გაპოხილია მტვრით, მათ შორის, ყვავილის მტვრით, ოთახში ჰაერის ცირკულაციას 40–50 პროცენტით ამცირებს. 

თუმცა, გაწმენდასაც თავისი წესები აქვს:

  • არ გამოიყენო კერხერი.
  • არ გამოიყენო უხეში ჯაგრისები.
  • არ გამოიყენო ქიმიური საშუალებები ქლორის, აცეტონის ან სპირტის შემცველობით – დაწვავ ასე, დაშლი, დაადნობ, მოკლედ, – გააფუჭებ.
  • თუ ბადე იხსნება, შეიტანე აბაზანაში და თბილი წყლით და თხევადი საპონით გარეცხე.
  • პლისე, როლეტურის შემთხვევაში, – მტვერსასრუტია იდეალური, ოღონდ, დაიმახსოვრე, მინიმალურ სიმძლავრეზე.

როგორც მიხვდებოდი, უნივერსალური ვერ იქნება ჩვეულებრივი და ჩვეულებრივი ვერ იქნება უნივერსალური, ამიტომ, როცა ცდილობენ მოგყიდონ ჩვეულებრივი, მაგრამ უნივერსალური ბადე – უნდა მიხვდე, რომ რაღაცაშია საქმე. 

მწერებისგან დამცავი ბადის დამზადებას სჭირდება სიზუსტე ზომებში და შენს სახლს მორგებული შესაბამისი მასალა, სტილი. რაც მთავარია, სჭირდება, ხარისხი, მიუხედავად იმისა, რომელ მოდელს აირჩევს. რამდენჯერაც უნდა ჰკითხო გამყიდველს, ხომ ნამდვილად ხარისხიანი ზამბარა უყენია, რას გეტყვის, როგორ გგონია, არა, არაა ხარისხიანი და მაინც იყიდეო? ამიტომაც, მე პირადად ვარჩევ მზა არასოდეს ვიყიდო და შევაკერინო. 

სად, როგორ, რა ფასად იპოვნო პროფესიონალი?

დიახ, სპეციალური ადგილი არსებობს, სადაც ამ ბოლოს, მწერებისგამ დამცავი ბადის დამამზადებლები ერთიანდებიან, დაახლოებით, ფანჯრების დამონატაჟების სიახლოვეს. ყველანაირი მომსახურება შეგიძლია აქ ნახო, ყველანაირი სისტემის ბადე და ყველანაირი ხარისხის და ყველანაირ ფასად. შენ მხოლოდ უნდა შეარჩიო. 

 კარგი ამბავი ისაა, რომ უკვე იცი, რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიო. რა დარჩა? – დარეკვა, შერჩევა და შეთანხმება. 

წარმატებას, გამარჯვებას გისურვებ მწერებთან ომში, მიუხედავად იმისა, ბადის რომელ ვერსიას აირჩევ, 

 

თეგები: მწერებისგან დამცავი ბადე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved