• რეკლამა
  • კონტაქტი
22:00, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მტკიცებულებები გადავაადგილეთ”– რას პასუხობს ზვიად ცეცხლაძის კითხვებს პოლიციელი

ალია ავტორი - ალია
19:22 06-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

სინდისის  პატიმრების პროცესი  გრძელდება –  ცოტახნის წინ პროკურატურის და დაცვის მხარის კითხვებს გამომძიებელმა კონსტანტინე კერესელიძემ უპასუხა.

საქმის მასალების მიხედვით, კერესელიძე ის პოლიციელია, რომელმაც ზვიად ცეცხლაძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები “ამოიღო”, თუმცა თავად სინდისის პატიმარი ამტკიცებს, რომ ეს ე.წ. ნივთმტკიცება “ჩადებულია”.

ცეცხლაძის თქმით, “მოლოტოვის” კოქტეილები მას შემდეგ “იპოვეს” საცხოვრებელ სახლში, რაც პატიმრის თქმით, საცხოვრებელში სხვადასხვა პოლიციელებმა გადაადგილება დაიწყეს.

კითხვები მოწმე პოლიციელს დღეს ზვიად  ცეცხლაძემაც დაუსვა: 

ზვიად ცეცხლაძე: საერთოდ, მანქანაში როგორ აღმოვჩნდი?

გამომძიებელი: თქვენი ნებით ჩაჯექით.

ზვიად ცეცხლაძე: როდის გამაცანით თქვენი დოკუმენტაცია, რომ პოლიციელები იყავით – მანქანაში თუ მანქანის გარეთ?

გამომძიებელი: როგორც კი მოგიახლოვდით, გაგაცანით.

ზვიად ცეცხლაძე: ხომ არ გახსოვთ რა სივრცეში ვიყავი ჩხრეკის დროს?

გამომძიებელი: ჩხრეკის დროს იმ სივრცეში იყავით, სადაც მიმდინარეობდა ჩხრეკა.

ზვიად ცეცხლაძე: ბოთლები, რომლებიც თქვენ ამოიღეთ მისაღებში, რა მდგომარეობაში იყო, თავახდილი, თუ დალუქული ?

გამომძიებელი: ეგრე ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება, რამდენიმე იყო დალუქული და რამდენიმეში, უხეშად რომ ვთქვა, გაჭედილი იყო ნაჭერი.

ზვიად ცეცხლაძე: მისაღებ ოთახში რამდენი ბოთლი იპოვეს თუ გახსოვთ?

გამომძიებელი: შვიდივე ერთად იყო და მათთან ერთად იყო, თუ არ ვცდები შედარებით დიდი, სამ ლიტრიანი იყო…

ზვიად ცეცხლაძე: ხომ არ გახსენდებათ, რომ ეს ბოთლები, ოთახის ერთი სივრციდან მეორეში გადაადგილდა?

გამომძიებელი: გადადგილდა, ვინაიდან არ იყო დალაგების საშუალება – გადმოტანილ იქნა შიდა სივრცეში.

ზვიად ცეცხლაძე: თქვენ, როცა ბოთლები აღმოაჩინეთ, მისაღებ ოთახში, სად ვიყავი მე, მისაღებ ოთახში თუ საძინებელში?

გამომძიებელი: ამაზე განმარტება გაცემულია…

ზვიად ცეცხლაძე: შემთხვევით, მეორენაირად ხომ არ გახსოვთ, რომ მე საძინებელ ოთახში ვიყავი და ნაჭერში გახვეული ეს ბოთლები საძინებელ ოთახში შემომიტანეს და დამიდეს.

ამასთან, ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუჩაში არ გაცნობიან პოლიციელები, გადმოვიდნენ ავტომობილიდან და შებოჭეს, ჩატენეს მანქანაში, მიიყვანა სახლში, იქ დახვდა პოლიცია.

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის დავით ჭიკაიძისა და პროკურატურის მოწმის, კონსტანტინე კერესელიძის დიალოგი სასამართლო პროცესზე:

ადვოკატი:  ისმენდით თქვენ ჩემ თხოვნას, მოწოდებას, რომ ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე მომცემოდა შესაძლებლობა, რომ შემოვსულიყავი, თქვენ არ გაგიგიათ?

მოწმე: ეგრე არ იყო, იმიტომ, რომ სახლის გარეთ, მას შემდეგ რაც დაიწყო საგამოძიებო მოქმედება, თანდათანობით ხალხი მომრავლდა, არ ვიცი საიდან, როგორ, ვინ იყვნენ, იყვნენ ჟურნალისტები მათ შორის, იყო ხმაური, დიდი ხმაური თან და მე ვერ გავიგებდი ვერანაირად ვერავის საუბარს და მოთხოვნას. თქვენ შესახებ მე გავიგე ჩემი თანამშრომლისგან, რომელიც იმყოფებოდა გარეთ პერიმეტრზე, შემოვიდა და მითხრა, რომ მოსული იყო ადვოკატი, რომელსაც თან ჰქონდა ორდერი და უნდოდა საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრება.

ადვოკატი:  როგორც კი ეს გაიგეთ იმ წუთშივე უზრუნველყავით ადვოკატის შემოსვლა, სწორად გავიგე?

მოწმე:  ეს მომენტი იყო, როდესაც მე უკვე დასრულებული მქონდა თითქმის საგამოძიებო მოქმედება – ბინის ჩხრეკა, შესაბამისად ეგრევე შემოგიყვანეთ და მე დავაკავე…. დასრულებული მქონდა უკვე, უნდა გავცნობილიყავი და სხვა არაფერი, დასრულებული იყო ოქმი უკვე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved