საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი:
მე არ მაქვს კვალიფიკაცია, რომ სამედიიცნო დასკვნა შევაფასო. მთავარი ამოსავალი წერტილი ევროკავშირისთვის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მის მიმართ დმაოკიდებულება უნდა იყოს სწორად და მყისიერად შეფასებული. ეს უნდა იყოს დაფუძნებული ექიმების რჩევებზე და ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებების კონვენციაზე. მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მანდატი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვითაა განსაზღვრული.
თუმცა მე არ ვარ იმ ადგილზე, რომელმაც შეიძლება რაიმე კომენტარი გააკეთოს სამედიცინო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე მთლიანი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება”
კომენტარები