• რეკლამა
  • კონტაქტი
07:39, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები გათვალისწინებული არ არის – სახალხო დამცველი

ალია ავტორი - ალია
11:19 05-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები სათანადოდ გათვალისწინებული არ არის.

ლომჯარიას შეფასებით, ფაქტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გეგმის ეფექტურობას.

ნინო ლომჯარია ხელისუფლებას სთხოვს, გადახედოს ანტიკრიზისულ გეგმას:

“საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების პასუხად მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს, თუმცა, გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული.

გეგმის თანახმად, სოციალური ბენეფიტით ისარგებლებენ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც შეფასების მოქმედი მოდელის ხარვეზიანობის გამო არ აქვთ განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, დახმარების გარეშე რჩებიან.

მსგავსი სოციალური პოლიტიკა შშმ პირებთან მიმართებით არ არის მართებული. კერძოდ, გეგმით გათვალისწინებული ბენეფიტებით სარგებლობა ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შეფასების სამედიცინო მოდელის მიხედვით დადგენილ სტატუსს. აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გეგმის ეფექტურობას, რადგან დახმარება უნდა ეფუძნებოდეს არა შეზღუდვის სამედიცინო ხარისხს, არამედ ამ პირთა რეალურ სოციალურ საჭიროებებს, რომელიც მოცემულ ვითარებაში აქვთ დასახელებულ პირებს.

მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია შშმ პირებისთვის მოქმედი სხვადასხვა პროგრამა, სერვისები ნაწილობრივ ხორციელდება დისტანციურად, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ამ პირთა მომსახურებას, ოჯახები ვერ უმკლავდებიან შშმ პირთა სოციალურ საჭიროებებს, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ქმედით ღონისძიებებს არ ატარებენ, სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს დაგეგმილი საქმიანობის გადახედვას და მასში ცვლილებების შეტანას. კერძოდ:

  • საქართველოს მთავრობამ გადახედოს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას და მასში გაითვალისწინოს შშმ პირთა მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი სოციალური საჭიროებების შესაბამისად
  • მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივ ანტიკრიზისულ ღონისძიებებში მაქსიმალურად მოიცვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფები, მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებების (ჰიგიენური მოვლის საშუალებები, მედიკამენტები, სხვა) გათვალისწინებით
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინოს ხედვა, თუ რა ვადებში განხორციელდება შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემის დაწყებული რეფორმა

სახალხო დამცველი აგრძელებს მოცემულ საკითხებზე მუშაობას და შშმ პირთა საჭიროებებზე რეაგირების ეფექტურობის მონიტორინგს.

დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველს. საკონტაქტო ინფორმაცია: ცხელი ხაზი-1481. ელფოსტა: info@ombudsman.ge” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved