• რეკლამა
  • კონტაქტი
20:04, ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავრობაში არ აღმოჩნდა ღირსების მქონე არცერთი მინისტრი, რომელიც ამას ეტყოდა პრემიერ-მინისტრს” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
22:11 11-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:

“საქართველოს მთავრობაში არ აღმოჩნდა ღირსების მქონე არცერთი მინისტრი (პირველ რიგში ეკონომიკური ბლოკიდან), რომელიც ეტყოდა პრემიერ-მინისტრს, რომ რასაც ამ დღეებში მთავრობის სხდომაზე ამბობს, არის სისულელე და მეტჯერ არ გაიმეოროს.

ღარიბაშვილის განცხადებთ, 2022 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნებაო 5500 დოლარი. ვნახოთ, რამდენი იყო ეს მაჩვენებელი გასული ხუთი წლის განმავლობაში: 2016 წ-4062$, 2017 წ-4358$, 2018წ-4722$, 3019წ-4696$, 2020წ-4255$.

საუკეთესო შემთხვევაში ( წლიური ათი პროცენტით ზრდა) 2021 წელს ეს მაჩვენებელი იქნება 4680$, ხოლო 2022 წელს( მთავრობის მიერ დაპირებული ექვსი პროცენტით ზრდა) 4960$. ეს რიცხვი ძალიან შორსაა ღარიბაშვილის მიერ დასახელებული 5500 დოლარისგან.

რაც შეეხება იმას, რომ მომავალ წელს მშპ იქნება “ისტორიულად ყველზე მაღალი”, 65 მილიარდი ლარი, ეს რომ არაფერს ნიშნავს, პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის. ესაა ე.წ. “ნომინალური მშპ”, რომელიც 650 მილიარდიც კი შეიძლება გახდეს, თუ ფასები ათჯერ გაიზრდება. სინამდვილეში “რეალური მშპ” ( ინფლაციის გათვალისწინებით) მომავალ წელს გაიზრდება მთავრობისვე გეგმით მხოლოდ 6 პროცენტით.

სხვათა შორის, თუ მშპ წინა წელთან შედარებით იზრდება თუნდაც სიმბოლურად, 0,1 პროცენტით, ის ”ისტორიულად ყველაზე მაღალი” გამოდის. ამიტომ, “ისტორიულის” ხსენება თვალში ნაცრის შეყრის არაპროფესიონალური მცდელობაა, როცა ნაცარი თვალების ნაცვლად მხოლოდ ფეხსაცმლის წვერზე ეყრება.”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილირომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ქეშბექობანა” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ახალი ამბები

“ქეშბექობანა” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის

19:31 05-28-2026
“ოპერაციამდე პერიოდსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდს შორის სხვაობა ისეთია, როგორც ცასა და დედამიწას შორის” – მირიან ბერულავას ისტორია
ახალი ამბები

“ოპერაციამდე პერიოდსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდს შორის სხვაობა ისეთია, როგორც ცასა და დედამიწას შორის” – მირიან ბერულავას ისტორია

14:40 05-28-2026
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:36 05-28-2026
ბინის ყიდვა სამი სცენარით: როგორ მივიღოთ ექსკლუზიური უპირატესობა სამშენებლო ციკლის ყოველ ეტაპზე?
ახალი ამბები

ბინის ყიდვა სამი სცენარით: როგორ მივიღოთ ექსკლუზიური უპირატესობა სამშენებლო ციკლის ყოველ ეტაპზე?

14:16 05-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved