• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:07 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული მტკიცებულებები ჰქონდა და ეს პროვოკაცია პირადად სააკაშვილმა დააანონსა.

„მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია იწერს და ავრცელებს, მაგრამ ოპოზიცია რომ დგას მთელი ამ ფაბრიკაციების და ფალსიფიკაციების უკან, რაზეა საუბარი?! სააკაშვილი აგვისტოში გამოვიდა და ძალიან მძიმე პროვოკაციები დააანონსა, ალბათ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, ვერ შეიკავა თავი და წინასწარ დააანონსა. არ გინახავთ ცნობილი კადრები?! აგვისტოში გამოვიდა სააკაშვილი და თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქვს მას გარკვეული მტკიცებულებები და ეს პროვოკაცია პირადად მან დააანონსა. მთელი ეს ტყუილ-მართალი აღრეული მაგიტომ არის, რომ ძნელი იყოს დასკვნის გამოტანა. მით უმეტეს არჩევნებამდე ასეთი რაოდენობის, ათასობით ფაილის ავთენტურობის შესწავლას სჭირდება დრო. ეს პრიმიტიული გათვლა ჰქონდა ოპოზიციას, იციან, რომ მარცხდებიან ყველგან და ეს რაღაც პრიმიტიული პროვოკაცია მოიგონეს. თუმცა ძალიან მძიმე პროვოკაციაა მთლიანად ჩვენი ეკლესიის, სახელმწიფოს და მღვდელმთავრების წინააღმდეგ. ეკლესიასა და მთავრობას შორის არსებობს ძალიან მტკიცე ერთობა, ამას ხედავენ და არ უხარიათ. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ერთიანები ვართ, მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved