• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობამ დამატებით 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა

ალია ავტორი - ალია
15:25 06-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა ახალმა უწყებამ “ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ” ახალი ავტომობილების შესყიდვის მიზნით კიდევ ერთი მსხვილი ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც 164 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვა იგეგმება. ავტომობილების სავარაუდო ღირებულებად 10.16 მილიონი ლარი არის მითითებული, რაც ერთ ავტომობილზე 61,950 ლარს შეადგენს.

ეს წარმოადგენს კიდევ ერთ ტენდერს ავტომობილების შესყიდვისთვის, რადგან 22 ივნისს ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 592 ერთეული ავტომობილის შესყიდვის 47-მილიონიანი ოთხი ტენდერი გამოაცხადა.

რაც შეეხება ახალ 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერს, მის ფარგლებში ყველაზე მეტი – 85 ერთეული ავტომობილი შემოსავლების სამსახურს გადაეცემა, 29 ავტომობილი – თავდაცვის სამინისტროს, 10 – სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, 10 კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

აღნიშნული ტენდერებით მოთხოვნილია, რომ შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს იყოს წარმოებული.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა სახელმწიფოს უნდა წარუდგინონ დოკუმენტაცია მწარმოებლის ოფიციალური დილერის ხელშეკრულების, ასევე ავტომობილების სერვისის გაწევის შესახებ, რაც 150,000 კილომეტრზე საგარანტიო მომსახურებასაც მოიცავს.

კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 1-2 ივლისს შეუძლიათ.(ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved