მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 85 მილიონს გადააჭარბა და 85 306 864 შეადგინა.
worldometers-ს სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან 60 322 083 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 848 735 გარდაიცვალა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აშშ-ში ფიქსირდება, 20 970 298 დადასტურებული შემთხვევით.
ვირუსის გავრცელების მასშტაბით, მსოფლიოში მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც ინფექციის 10 339 726 შემთხვევაა დადასტურებული. მესამე ადგილზეა ბრაზილია 7 719 314 დადასტურებული შემთხვევით. მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც კორონავირუსის 3 236 787 შემთხვევაა გამოვლენილი.
კომენტარები