თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს სურს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარებული იქნას და ქვეყანა მშვიდობის მისაღწევად ხვდება როგორც რუს, ისე უკრაინელ ოფიციალურ პირებს.
“ჩვენ კატეგორიულად ვაპროტესტებდით ყირიმის ანექსიას 2014 წელს. მსოფლიოს რომ სათანადო პასუხი გაეცა ყირიმის ანექსიაზე, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით”,-თქვა ჩავუშოღლუმ.
გასულ კვირას, თურქეთში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. 17 მარტს კი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინაში ჩავიდა.
“თურქეთის მხარდაჭერა უკრაინას” – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლვოვში ჩავიდა
კომენტარები