• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მსოფლიოს გარშემო სირბილს და მის ძებნას ვერ დავიწყებთ” – რა თქვა ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ და ვინ იქნება აშშ–დან შეხვედრაზე?

ალია ავტორი - ალია
19:35 05-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
365

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინს ლიდერობა უნდა გამოეჩინა.

“მე ვთვლი, რომ კრემლის ლიდერმა საკუთარი ლიდერობის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს და თუ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაშინ უნდა შემხვდეს ყოველგვარი წინაპირობისა და მსგავსი რაღაცების გარეშე. მოდი, შევხვდეთ. ჩვენ ახლა ანკარაში ვართ. ამის შემდეგ ვგზავნით ჯგუფს სტამბოლში. აქ ის არ არის, არც სტამბოლში არაა. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ეს ადამიანი ვეძებოთ.

მე ვთვლი, რომ ახლა აშშ და თურქეთი უპატივცემულობას გრძნობენ. არც შეხვედრის დრო, არც შეხვედრის დღის წესრიგი, არც დელეგაციის მაღალი დონე – ეს პირადი უპატივცემულობაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსები ჩვენ პატივს არ გვცემენ, ეს ისედაც მესმის, თუმცა ეს გრძნობა სარკისებურია… უპატივცემულობა აქვთ ერდოღანის მიმართ, ტრამპის მიმართ. ტრამპი გზავნის ადამიანთა დიდ ჯგუფს, სახელმწიფო მდივან რუბიოს. იქნება სახელმწიფო მდივანი რუბიო, იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იქნება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაა შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან? ეს უპატივცემულობაა არამხოლოდ უკრაინის, არამედ ყველას მიმართ, პირველ რიგში თურქეთის მიმართ, რადგან შეხვედრა აქ იმართება.” – თქვა ზელენსკიმ. 

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სტამბოლში უკრაინული დელეგაციის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებებს ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწრება, რადგან სტამბოლში პუტინი არ ჩასულა. შეხვედრას არ დაესწრებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გენშტაბის მეთაურებიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved