• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მსოფლიოს არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც საქართველოს წინააღმდეგ ომი, არც მოლდოვასგან დნესტრისპირეთის მოგლეჯა” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
20:47 04-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
347

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს წინაშე ვიდეომიმართვისას, განაცხადა:

 

“დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოვიდე.

გუშინ ქალაქ ბუჩაში ვიმყოფებოდი, რომელიც მტრისგან ახლახან გავათავისუფლეთ. არ არსებობს სამხედრო დანაშაული რომელიც მტერმა იქ არ ჩაიდინა. რუსი ჯარისკაცები ხოცავდნენ ყველას ვისაც გადააწყდებოდნენ. კლავდნენ ქალებს და ბავშვებს, შემდეგ კი მათი ცხედრების დაწვას ცდილობდნენ… სიამოვნების მისაღებად კლავდნენ. ქალებზე ძალადობენ და შვილების თვალწინ კლავენ.

რას უშავებდა ეს ქალაქები რუსეთს. სად არის ის უსაფრთხოება რომელიც გაეროს უსაფრთხოების საბჭომ უნდა უზრუნველყოს?!  არ არის! სად არის ის მშვიდობა რომლის დასამყარებლადაც გაერო შეიქმნა ?! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მშვიდობა. და ეს ორგანიზაცია ეფექტურად ვერ მუშაობს. ჯერ ბუჩა ვნახეთ, ველოდებით სხვა რეგიონებსაც. დანაშაული და სისასტიკე ერთი და იგივე. ამიტომ სასჯელი უმკაცრესი უნდა იყოს. ბატონებო და ქალბატონებო, მინდა გაეროს მუხლები შეგახსენოთ. დღეს გაეროს პირველი მუხლი უკვე ირღვევა და მაშინ სხვა მუხლების არსებობას რა აზრი აქვს.

შეგნებულად ბომბავენ ქალაქებს, შეგნებულად ბლოკავენ დასახლებებს და აშიმშილებენ, ბომბავენ თავშესაფრებს. ბევრი ქალაქია იგივე ვითარებაში, როგორშიც ბუჩა. რუსები ყველაფერს უარყოფენ და ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ თავი გაიმართლონ. იტყვიან რომ ვიდეოები დადგმულია, მეგობრებო 2022 წელია. არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები და სატელიტები. არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენი მიზანია რომ ჟურნალისტები მაქსიმალურად დავუშვათ ამ ადგილებში.

რუსეთმა ათასობით ადამიანი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანა. მათ 2000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. წარმოიდგინეთ, 2000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. რუსეთს უნდა რომ უკრაინელები მონებად აქციოს. ძარცვავენ სახლებს, და სოფლებს. ეს მაროდიორობაა. საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროში ვეტოს უფლებას, სიკვდილის უფლებას იყენებს.

ესაა სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას ანადგურებს. თუ ეს გაგრძელდება, მაშინ იძულებულები ვიქნებით თავდაცვისა და მშვიდობის დასამყარებლად სამხედრო ძალები გამოვიყენოთ და არა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები. გაერო საერთოდ არ იმუშავებს. მეგობრებო მზად ხართ რომ გაერო დახუროთ, ან ფიქრობთ რომ საერთაშორისო სამართლის დრო ამოიწურა ?! მოქმედებაა საჭირო. დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს წესდებას რეფორმირება სჭირდება. ვეტოს უფლება სიკვდილის მექანიზმი არ უნდა იყოს. ტირანიამ ისეთი მკაცრი პასუხი უნდა მიიღოს, რომ ომის დაწყებაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სრულიად უნდა გაუქმდეს.

თავის დროზე გარანტირებული რომ ყოფილიყო უსაფრთხოება, ომი შესაძლებელია არ ყოფილი ჩემს ქვეყანაში, ჩემი ხალხის წინააღმდეგ. მსოფლიო კი უყურებდა და არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც საქართველოს წინააღმდეგ ომი, არც მოლდოვასგან დნესტრისპირეთის რეგიონის მოგლეჯა და არც ის თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი სამხედრო კონფლიქტებისთვის.

როგორ უნდა შევაჩეროთ ეს?! დაუყოვნებლივ მიეცეს პასუხისგებაში რუსი სამხედროები და ის პირები, ვინც დანაშაულებრივი ბრძანებები გასცეს. ყველა მათგანი ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის ანალოგიური ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს. მოგიწოდებთ, გაეროს რეფორმების შესახებ კონფერენცია მშვიდობიან კიევში გავმართოთ. გადამწყვეტად უნდა ვიმოქმედოთ. არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული. ყველა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. მზად ვართ უკრაინაში შევქმნათ ისეთივე ოფისი როგორც ჟენევაში.”

გაეროს უშიშროების საბჭო ბუჩაში, ოკუპანტების დანაშაულთან დაკავშირებით, სხდომას მართავს. სხდომა დიდმა ბრიტანეთმა მოიწვია.

თეგები: გაეროზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved