• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვუწოდებ სახელმწიფოს დაუხშოს საინფორმაციო ღრუ!” – დავით ზარდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:41 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი:

“მოქალაქეობა სახელმწიფოსთან სამართლებრივ ანუ – სჯულისმიერ კავშირსა ნიშნავს. სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, მას ჩვენს სახელმწიფოსთან არანაირი სჯულისმიერი იდენტობა არ აკავშირებს. ავტომატურად – არც არავითარი უფლება არა აქვს, საქართველოს საშინაო საქმეებში რაიმე ფორმით მონაწილეობდეს, ანდა მითუმეტეს – ჩაერიოს. ეს არ არის მხოლოდ ფორმალურ-იურიდიული, არამედ – თუკი ჩვენ ერი-სახელმწიფო ვართ, უპრინციპულესი საკითხია! სააკაშვილის იდენტობა გახლავთ ნაცობა, რაც იმთავითვე – ერი- სახელმწიფოს ნაცვლად “საკუთარ მოგებზე ორიენტირებული კორპორაციის” (ციტატაა ნაცების იდეოლოგიური მრწამსიდან, რაც 2000 წელს გამოქვეყნდა) გაბატონებაა ამ ტერიტორიაზე. მას – არა ერი-სახელმწიფოს, არამედ ნაც-კორპორაციის იდენტობა აქვს და დღემდე მიიჩნევს საკუთარ თავს ამ კორპორაციის დამფუძნებლადა და უცვლელ დირექტორად (შესაძლოა – ხაზინადარადაც). გამაოგნებელია მისი უტიფრობა, როცა გაბედა, ქვეყანაში შემოიპარა და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პატიმარია და სასჯელს იხდის, როგორც მსჯავრდებული ბოროტმოქმედი, ბედავს და კვლავაც მასობრივი არეულობის მოწყობის მთავარი ორგანიზატორია! ეს მართლაცდა აბუჩად აგდებაა, უკიდურესი შეურაცხყოფაა და არც ერთ ქართველს, მით უმეტეს – საქართველოს სახელმწიფოს მის მიმართ არა მხოლოდ რაიმე თმენის ვალდებულება არა აქვს, არამედ პირიქით: იგი, როგორც ქვეყნის არევის მოთავე, კვლავაც უმძიმეს ბოროტმოქმედებას სჩადის და მისი ყველა ქმედება, ამ ფსევდო-შიმშილობის ჩათვლით, ისევ და ისევ განგრძობადი დანაშაულია. სახელმწიფოს ვალდებულებაა აღკვეთოს ეს დანაშაული და აქ დაყოვნება, თმენა და მისთვის სასათბურე, პრივილეგირებული პირობების შექმნა, სრული დოყლაპიობაა და არავითარი კავშირი დემოკრატიასთან თუ სააკაშვილის, როგორც ადამიანის (ნებისმიერი ბოროტმოქმედიც – ცხადია, მაინც ადამიანია), უფლებების დაცვასთან არა აქვს!

მოუწოდებ სახელმწიფოს იმოქმედოს კანონის შესაბამისად და ამ საარაკო ბოროტმოქმედს, სახელმწიფოს ისეთ მტერს, რომელიც საქართველოს ისტორიას ალბათ არც ახსოვს, დაუყოვნებლივ და უყოყმანოდ, როგორც არამოქალაქესა და თავისუფლებაშეზღუდულ მსჯავრდებულს, დაუხშოს საინფორმაციო ღრუ!

ყოვლად დაუშვებელია, აბსოლუტურად შეუწყნარებელია, რომ სააკაშვილს რეალურად აქვს “სიტყვისა და გამოხატვის” უკიდურესად ბოროტად გამოყენების თავისუფლება და პრაქტიკულად არ ეზღუდება შესაძლებლობა, გააგრძელეოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი პოლიტიკური საქმიანობა, ხოლო ჩვენ, ქვეყნის მოქალაქეები და სახელმწიფო ამდენს ითმენს! როდემდე?!

ელემენტარული უსაფრთხოება მოითხოვს, ყველა წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაცია, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ არ არის დაკავშირებული მისი, როგორც მსჯავრდებულისა და ბრალდებულის უფლებების დაცვასთან, პოლიტიკური შინაარსისაა და სრულიად აშკარად, დაუფარავად ძირგამომთხრელ საქმიანობას წარმოადგენს, ულაპარაკოდ უნდა აღიკვეთოს! ეს შეიძლება მარტივად, ისე გაკეთდეს, რომ პატიმარის არანაირი უფლება არ შეიზღუდოს: საკმარისი იქნება სააკაშვილის პოლიტიკური შინაარსის მოწოდებებისა თუ “ბრძანებების” გავრცელებისათვის პასუხი აგონ!”

თეგები: დავით ზარდიაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved