• რეკლამა
  • კონტაქტი
01:03, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიისა და სურსათის ფასებიდან კორუფციული დანამატების ამოღებას” – ლაშა ფარულავა

ალია ავტორი - ალია
14:54 07-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,283

ენმ-ს წევრმა ლაშა ფარულავამ, საგანგებო ბრიფინგზე, თქვა:

ირაკლი კობახიძემ და „რუსულმა ოცნებამ“ ხალხს მაღალი ფასების შემცირებას დაჰპირდნენ, მაგრამ რეალობა საპირისპიროა: ფასები ყოველდღიურად იზრდება, ხალხი კი სულ უფრო ღარიბდება.

ეს შემთხვევითი არ არის, ეს არის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, სისტემა, სადაც მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული თითოეული ლარი კორუფციულ სქემებს, მონოპოლიებსა და ოლიგარქიულ ინტერესებს კვებავს.

დღეს საქართველოში ხალხის ძარცვა სამი მთავარი მექანიზმით მიმდინარეობს: საწვავის მაფიით, ენერგეტიკაში კორუფციითა და საბანკო ოლიგარქიით.

მოქალაქეები ყოველდღიურად იხდიან კორუფციის ფასს ბენზინგასამართ სადგურებზე, დენის გადასახადში და ბანკებში, სადაც მაღალი პროცენტები, ჯარიმები და საკომისიოები ათასობით ოჯახს კიდევ უფრო ამძიმებს.

საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაიაფების მიუხედავად, საქართველოში ფასები არ მცირდება. 

იმ დროს, როდესაც მოსახლეობა ღარიბდება, იზრდება საბანკო მოგებები, იზრდება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ხელფასები და პრივილეგიები, მაგრამ არ იზრდება ხალხის შემოსავალი.

ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ:

1. საწვავის, ელექტროენერგიისა და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატების ამოღებას;

2. საწვავზე აქციზის გადასახადის განახევრებას;

3. 33%-ით გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის გაუქმებას;

4. საბანკო ოლიგარქიის დასრულებას, საბანკო სექტორში რეალური კონკურენციის უზრუნველყოფასა და მოქალაქეთა დაცვის გაძლიერებას;

5. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სრულფასოვან აღდგენას.

ეს არის ბრძოლა კორუფციის, მონოპოლიებისა და საბანკო ოლიგარქიის წინააღმდეგ.

საქართველო უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არა კორუფციულ კლანს, – განაცხადა ლაშა ფარულავამ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved