• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოწმე პოლიციელი დააწინაურეს – “არ ვიცი ვინ მესროლა, მხოლოდ ტუჩი დამიზიანდა, კბილები არა” – 19 ადამიანის წინააღმდეგ ორჯერ გამოკითხული მოწმე ხელს ვერავის ადებს

ალია ავტორი - ალია
16:15 05-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს, სადაც ორი საათია პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა იკითხება

ირკვევა, რომ მოწმე რომელიც გუშინაც იმყოფებოდა სინდისის 8 პატიმრის პროცესზე გამოსაკითხად, ერთი თვის წინ, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების და გამოკითხვის შემდეგ დააწინაურეს. ამის შესახებ სხდომაზე თავად ხურცილავამაც დაადასტურა.

“კი ერთი თვის წინ დამაწინაურეს. მანამდე გამოკითხული ვიყავი კი და ჩვენებაც მიცემული მქონდა”, – თქვა პოლიციელმა.

ხურცილავა ამტკიცებს, რომ ქვა მოხვდა სახის არეში და ტუჩი დაუზიანდა, თუმცა კბილებს არაფერი დაემართა. პოლიციელმა არ იცის ვინ ესროლა ქვა და თქვა, რომ “ხელს ვერავის დაადებს”, თუმცა, ლამის 19 ადამიანს ადანაშაულებს ჯგუფურად. ერთ პროცესზე 11 ადამიანს და მეორე პროცესზე კი 8 ადამიანს. არც ის იცის, მისი მტკიცებით, ვინ გაიყვანა ადგილიდან.

კბილებს არაფერი დაემართა. როცა ქვა მომხვდა, თვალში დამიბნელდა და ვინ წამიყვანა იმ მომენტში არ მახსოვს. არ ვიცი ეს ადამიანები იყვნენ თუ არა, არ დამინახია და იმას ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა” – ამბობს პოლიციელი. 

მოწმე ამბობს, რომ დაზიანდა 28 ნოემბერს და პირველ დეკემბერს აქციაზე არ იმყოფებოდა. სინდისის პატიმრებს კი 29 ნოემბერს და მას შემდეგ დღეებში ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, შესაბამისად, ადვოკატების თქმით, აღნიშნულ მოწმეს ბრალდებულებთან პრეტენზია ვერ ექნება. 

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved