• რეკლამა
  • კონტაქტი
06:07, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოწმე” ამტკიცებს, რომ შსს–ს ფორმა ქუჩაში გაიხადა და გადააგდო – “უშუალო უფროსი იყო მიხეილ ლამაზიშვილი”

ალია ავტორი - ალია
18:36 07-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
307

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი

საქალაქო სასამართლოში 11 პირის საქმე მიმდინარეობს – უკვე მეორე სპეცრაზმელი ადასტურებს, რომ ნოემბერ/დეკემბრის აქციების დროსს, ხალხის დასარბევად ქუჩებში გაყვანილ სპეცრაზმელებს სპეციალურ ეკიპირებაზე პერსონალური ნომრები ჰქონდათ მინიჭებული.

გდდ-ს თანამშრომელი, გიორგი გობრონიძე დღეს სხდომაზე ამტკციებდა, რომ პროევროპულ აქციაზე დამწვრობა მიიღო, მაგრამ თქვა, რომ არ იცის, ვინ რა ისროლა ფეიერვერკი.

გობრონიძე ირწუმენა რომ დაეწვა ფორმაც, მაგრამ იქვე გაიხადა და იქვე გადააგდო.

დღევანდელ პროცესზე ასევე დასახელდა კონკრეტული მეთაურების სახელები და გვარები, რომლებიც ბრძანებებს იღებდნენ და ასევე გაირკვა, რომ სპეცრაზმელებს არანაირ გადამზადება არ ჰქონდათ გავლილი, როგორ უნდა მოეხდინათ აქციის დაშლა.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე: გქონდათ ამომცნობი ნიშანი თქვენს დანაყოფს? თქვენ რა ნომერი იყავით. 

მოწმე გიორგი გობრონიძე: დიახ, 106 ნომერი ვიყავი

ადვოკატი ომარ ფურცელაძე: რა პრინციპით ხდება ნომრის მინიჭება ცნობილია?

მოწმე გიორგი გობრონიძე: არაა ცნობილი

ადვოკატი ომარ ფურცელაძე: ვინაა თქვენი უშუალო ხელმძღვანელი?

მოწმე გიორგი გობრონიძე: საჭიროა? რატომ?

ადვოკატი ომარ ფურცელაძე: იმიტომ რომ ადვოკატი ვარ და ბიჭები უნდა დავიცვა

მოწმე გიორგი გობრონიძე: დაზიანების დღეს ჩემი უშუალო უფროსი იყო მიხეილ ლამაზიშვილი.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე: რა ჩაცმულობა ჰქონდა ხელმძღვანელს?

მოწმე გიორგი გობრონიძე: გდდ-ს ჩვეულებრივი ფორმა ეცვა, რობოკოპი არ ეცვა. არ ვიცი ნიღაბი ეკეთა თუ არა

ადვოკატი ომარ ფურცელაძე: არ გინახავთ იმ დღს?

მოწმე გიორგი გობრონიძე: იმ მომენტში არ დამიფიქსირებია. გამოსვლამდე ვნახე და არ ეკეთა ნიღაბი არ იყო საჭირო, მერე არ დამიფიქსირებია…. ჯგუფის უფროსს აძლევენ დავალებას და ჯგუფის უფროსი ჩვენ

ადვოკატი ომარ ფურცელაძე: ვინ იყო ჯგუფის უფროსი?

მოწმე გიორგი გობრონიძე: არ ვიცი

ადვოკატი ომარ ფურცელაძე:დავალებებს ვინ გაძლევდათ არ იცით?

მოწმე გიორგი გობრონიძე: რაციაში გადმოგვცემდნენ დავალებას, მე რა ვიცი…

ადვოკატების თქმით, რადგან საქმეში უკვე გდდ-ს ორი თანამშრომლის ჩვენება დევს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სპეცრაზმელებს სპეციალური ნომრები ჰქონდათ მინიჭებული, რთული გასარკვევი არ უნდა იყოს იმ სპეცრაზმელების ვინაობის დადგენა, რომლებსაც სამოქალაქო აქტივისტები სასტიკ ძალადობაში, მუქარასა და შეურაცმყოფელ მიმართვებში ადანაშუალებენ.

“დღევანდელ სხდომებზე დავკითხეთ 2 მოწმე, გდდ-ს თანამშრომლები, რომლებმაც ფაქტობრივად ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს კოკა კაციტაძის უწყება, ვინაიდან ყველა ის  მიზეზი რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახური უთითებდა, თუ რატომ იყო შეუძლებელი კონკრეტული მოძალადეების იდენტიფიცირება, პოლიციის რიგებიდან უარყვეს სასამარლოში, ფიცის ქვეშ და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ არსებობდა მათ შორის ამომცნობი ნიშნები. 

არსებობდნენ კონკრეტული ხელმძღვანელები, რომელთა ვინაობაც დღეს გაჟღერდა სასამართლო სხდომის დარბაზებში. 

გამოკითხვების ფარგლებში დავადგინეთ, რომ არცერთ მათგანს არ ჰგონიათ გავლილი სპეციალური მომზადება, რომელიც მათ მისცემდა მინიმალურ ცოდნას და უნარებს აქციის მართვასთან, ან მასობრივ, ესეთ შეკრებების ფარგლებში საპოლიციო ღონისძიებებთან დაკავშირებით. 

ადამიანები, ფაქტობრივად, კონკრეტული თანამშრომლები გდდ-სი ამბობენ, რომ მათი დავალებები მთლიანად დამოკიდებული იყო იმ ხმაზე, რომელსაც გაიგებდნენ ადგილზე ყოფნისას. არ არსებობდა არავითარი კონკრეტული, გრძელვადიანი გეგმა, სამოქმედო გეგმა და რაც მთავარია არ არსებობდა რისკების შეფასების ინსტრუმენტები.

მოუმზადებლობა, არათანმიმდევრულობა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის არარსებობა მიანიშნებს იმას, რომ თუ ვინმე აქციაზე დაზიანდა, მათ შორის პოლიციის რიგებიდან, მათ დაზიანებაში მინიმუმ 50%-იანი წვლილი მიუძღვის საპოლიციო ღონისძიებებს, ავტორებს და შემსრულებლებს,” – აცხადებს ადვოკატი ომარ ფურცელაძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved