• რეკლამა
  • კონტაქტი
08:50, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსწავლეები უნდა დაუბრუნდნენ სკოლებს!” – იაგო კაჭკაჭიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:20 09-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგიის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი:

წელს სკოლებში კვლავ ვერ იხილავენ ბავშვები საკლასო ოთახებს, მასწავლებლებს პირისპირ ვერ მოუსმენენ, თანაკლასელებს ვერ შეხვდებიან… კომპიუერის ბრტყელ ეკრანთან გაატარებენ მათი სოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ხანას. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მაინც ეს ლამის კოლაფსის ტოლფასია, რაც მათ ფსიქიკაში აუცილებლად გამოიწვევს შეფერხებას.

რესტორნები გახსნილია, სკოლები – დაკეტილი. მარტო ამ წინადადებით შეიძლება პანდემიის პირობებში ცხოვრების ქართულად მართვის აბსურდულობის და მავნებლობის ჩვენება.

პანდემიის საწყის ეტაპზე, როდესაც მსოფლიო შოკში იყო და “ლოკდაუნის” მეტი ვერაფერი მოიფიქრა, სკოლების დახურვა გასაგები იყო. მაგრამ მერე, დაგროვილმა გამოცდილებამ რაციონალური მართვის პრაქტიკა დაამკვიდრა – ევროპაში არსად, უკვე გარკვეული ხანია, სკოლებს აღარ ხურავენ, მოქნილი მენეჯმენტი შეიმუშავეს.

საქართველოში ასე, რაციონალურად მოიქცა, მაგალითად, გერმანული საერთაშორისო სკოლა: მასწავლებლების თითქმის 90% აიცრა, ხელშეკრულება გააფორმეს ტატიშვილის ცენტრთან, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ სკოლაში სამედინო მობილური ჯგუფი შეექმნა და კვირაში ორჯერ ყველა (!) მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის ტესტირება ჩაეტარებინა (ხარჯებს ფარავს სკოლა თავისი ბიუჯეტიდან), რეგულაციების დაცვით გადააწყო ინფრასტრუქტურა და ა. შ.

მიუხედავად ამისა, სკოლას ჯერჯერობით არ აძლევენ სწავლის არადისტანციურად დაწყების შესაძლებლობას

დროა, მეტი მოქნილობა და რაციონალიზმი შევიტანოთ საშუალო განათლების პოლიტიკაში. მოსწავლეები უნდა დაუბრუნდნენ სკოლებს!

თეგები: იაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved