ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმააგიინ ბატულგა 14-დღიან კარანტინს გადის. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ბატულგა პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც ჩინეთს ეწვია, მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსი გავრცელდა.
მონღოლეთის პირველი პირი, ჩინეთში პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა. მათ შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან და პრემიერ მინისტრთან გამართეს.
კომენტარები