ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
,,მონებო” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, თანამდებობა დატოვოს თამარ ჟვანიამ, შეიცვალოს ცესკო-ს შემადგენლობა და ქვეყანაში განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს.
კომენტარები