• რეკლამა
  • კონტაქტი
19:00, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომეცით სააკაშვილის პოლონეთის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობა – მარია გოშევსკა

ალია ავტორი - ალია
20:03 05-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
470

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მარია გოშევსკა, სოციალურ ქსელში  მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, მისცენ მიხეილ სააკაშვილის ნახვისა და პოლონეთის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობა

პოლონელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით შესაბამისი პირობები შექმნა.

.რამოდენიმე თვეა, უშედეგოდ ვცდილობ, მივიღო 2021 წლის ოქტომბერში დაკავებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა დამოუკიდებელ ექიმებთან ერთად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით.

,,ქართული ოცნების” პარტია არ მაძლევს ამის უფლებას. გადაწყვეტილებას ასაბუთებს იმ ფაქტით, რომ კანონმდებლობა ასეთი ფორმის ვიზიტებს არ ითვალისწინებს, თუმცა ამ მომენტამდე არ მიმიღია ინფორმაცია ზუსტად, რომელი კონკრეტული რეგულაცია კრძალავს ასეთი ფორმატის ვიზიტს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა შეფასებებიდან ირკვევა, რომ ის ებრძვის მრავალ სერიოზულ დაავადებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
მ.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემფასებლები აღნიშნავენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმე არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ჰუმანიტარულ ხასიათსაც იძენს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით თავხედურად იტყუება, უფრო მეტიც მ. სააკაშვილს მკრუნალობაში ხელს უშლის, რაც მიუთითებს ადამიანთა უფლებების ფუნდამენტალურ დარღვევაზე. საქართველოს ხელისუფლება ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, მეტიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი  შესაბამის მკურნალობას გადის, მისი სამყოფელი კი სანატორიუმს ჰგავს.
რამოდენიმე თვეა, ვცდილობ დავეხმარო პოლონეთის, პოლონელებისა და ჩემს დიდ მეგობარს. ამ საქმესთან დაკავშირებით გავმართე არაერთი შეხვედრა. აგრეთვე შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა მ. სააკაშვილის დედასთან, რომელიც წარუმატებლად ცდილობს  თავისი შვილის გადარჩენას. ვცდილობ მთელი ძალისხმევით მივმართო დახმარებისა და მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მოგვცეს ნებართვა მ. საკააშვილის მონახულებისა და პოლონეთში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადმოყვანის, სადაც გაუწევენ ყოფილ პრეზიდენტს სპეციალიზირებულ მკურნალობას.
ექიმებს, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ მ. სააკაშვილს, ეშინიათ ადეკვატური  მკურნალობის განხორციელება, რადგან შესაძლებელია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდეს. მოვუწოდებ ქართველებს, საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – აღარ გვაქვს ბევრი დრო! თითოეულ წამს ძალაინ დიდი მნიშვნელობა აქვს! მოგვეცით საშუალება შევაფასოთ მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო კონსოლიუმის მეშვეობით  და ასევე შესაძლებლობა მისი პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის. მ. სააკაშვილი აცხადებს, რომ დაბრუნდება საქართველოში გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, რათა მოიხადოს მასზედ დაკისრებული სასჯელი. ძალიან გთხოვთ არ დაუშვათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი – 
წერს გოშევსკა სოციალურ ქსელში.

თეგები: მარია გოშევსკამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved