• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოკლულს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული, დამნაშავე ფულს სძალავდა” – რას წერს მედია ლილოში მოკლულ ახალგაზრდა ქალზე

ალია ავტორი - ალია
18:41 02-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

ინტერპრესნიუსი, ადგილობრივებზე დაყრდნობი, წერს, რომ ლილოს დასახლებაში, წინუბანში მოკლულ  ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე იმავე დასახლების მცხოვრებია. ამასთან, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აღნიშნული პირი გოგონას ფულს სძალავდა.

„მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყოო. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი ლაპარაკი მიდის. ამ გოგოს ტელეფონი უპოვიათ გატეხილი, იმას [სავარაუდოდ დამნაშავეს] ეძებენ“, – აცხადებს მეზობელი.

ცნობისთვის, წინუბანში, ქეთი ჯავახიშვილი მოკლული დღეს დილით, სახლთან ახლოს იპოვეს.

გოგონას დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული და ორმოში იყო ჩაგდებული.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამეძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved