• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოხდა უპრეცედენტო რამ…” – გიორგი ბარამიძის საგანგებო ბრიფინგი

ალია ავტორი - ალია
15:36 09-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

“მოხდა უპრეცედენტო რამ – „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან.

„ხელისუფლების მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ორ რაიონში საერთოდ არ იყოს წარმოდგენილი პარტიულ სიაში ანუ, ჩვენი მხარდამჭერი რომც მოსულიყო, მას უბრალოდ არ ექნებოდა ამის საშუალება, რომ ჩვენთვის ხმა მოეცა, რადგან კანდიდატთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, ჩვენი სია იქნებოდა მოხსნილი.

ამას რომ ამზადებდნენ, ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ და მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება – დავუკავშირდით „ეუთო ოდირის“ ოფისს, რომელიც სწრაფადვე გამოგვეხმაურა და დღეს ისინი ახალქალაქისა და ნინოწმინდაში ჩამოვლენ.
ჩვენ დავუკავშირდით მეგობარ სახელმწიფოებს. ჩვენ ასევე ვაცნობეთ ევროპარლამენტარებს, საქართველოში მყოფ ამერიკელ კონგრესმენებსა და ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია. მათთვის სულერთი არ არის ფორმალურად ადგილობრივი არჩევნები, რომელიც რეალურად არის რეფერენდუმი იმის თაობაზე, საქართველო გახდება რუსეთის გუბერნია თუ შეძლებს დაუბრუნდეს ევროპასა და „ნატო“-სთან ინტეგრაციის გზას. ამ ვითარებაში, როგორც ჩანს, ჩვენმა ძალისხმევამ გაჭრა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, მისმა პარტიამ მოიპოვა ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან ცესკოს ახალი დადგენილების საფუძველზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია აღარ გაუქმდება.
„აქ არის ცესკოს დადგენილება, რომელმაც განსაზღვრა, რომ მიუხედავად იმისა, შეიძლება რაღაც ზღვარს ჩამოსცდეს პარტიული სია, ის მაინც არ გაუქმდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ახალქალაქში, რადგანაც ჩვენს შვიდ წევრს სუს-შიდაბარებებით და სხვადასხვა მეთოდებით ძალით დააწერინეს განცხადებები, თუმცა რამდენიმემ ეს განცხადება უკან წაიღო.
ყოველივე ამის შედეგად, ცესკოს ამ გადაწყვეტილებით, არამარტო „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ნებისმიერ სხვა პარტიას აღარ მოეხსნება სია, თუ მათთან მიმართებაშიც რომელიმე ძალოვანი სტრუქტურა განსაკუთრებული ძალისხმევით შეეცდება პარტიების დისკრედიტაციას”

თეგები: გიორგი ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved