• რეკლამა
  • კონტაქტი
06:02, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოაწერს, თუ არა, “გირჩი” დანიელსონის წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს? – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
19:52 04-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა:

„აქ მნიშვნელოვანია, რომ ისინი მოაწერენ ხელს. ერთმა მხარემ რომ მოაწერა, ეს მას ამ დისკუსიაში უპირატესობას ანიჭებს. საინტერესოა, მეორე მხარის მოსაზრება, თვითონ რა ნაბიჯს გადმოდგამენ შეთანხმების მისაღწევად. თუ ამ დოკუმენტზე იმ ფორმით არის ხელი მოწერილი, რა ფორმითაც ჩვენ ვიცოდით, რა ფორმითაც იყო წარმოდგენილი (შემდეგ ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი შენიშვნა აქვს, იქ არ ვიცი, რა დაემატა ან რანაირად გაკეთილშობილდა) ჩემი აზრით, ოპოზიციაც ვალდებულია, იფიქროს ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე ან საწინააღმდეგო არგუმენტი თქვას, რომელიც არ მომისმენია საჯარო სივრცეში.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მზაობას, რომ თვითმმართველობის არჩევნებშიც აამოქმედონ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი, ეს სწორი ნაბიჯია. „ფეისბუქზე“ ვწერდი ამის შესახებ, რომ ვადამდელი არჩევნების ერთი მექანიზმი, რაც შეიძლება იყოს შეთავაზებული, შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმი 40-პროცენტიანი, რაც არის ერთადერთი ასე თუ ისე ლოგიკური ბარიერი, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მართვა პარლამენტში 40%-იან პროპორციულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული, ასე არის მოწყობილი ჩვენი კონსტიტუცია. ამიტომ ეს ლოგიკური ნაბიჯია და „ქართულმა ოცნებამ“ ჩემი აზრით, დათმობა კი არ აჩვენა, არამედ რაღაც თვალსაზრისით, აჩვენა ის, რომ მას არ ეშინია 40%-იანი ბარიერის ამ არჩევნებზე გავლისაც. ჩემი აზრით, ეს გასათვალისწინებელია. ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ მოახერხოს. ოპოზიციამ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც საკუთარი უპირატესობა და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს ამ თამაშში, რა თამაშიც არის წარმოდგენილი ევროპელების მიერ.

ჯერ გავეცნობით, რა დოკუმენტია არ ვიცით, „ქართულ ოცნებას“ ჩვენ ხომ ისე ვერ ვენდობით, რომ რაღაც თქვეს და ზუსტად იგივეა თუ არა, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ. ჯერ ხომ უნდა გავერკვიოთ, რას გულისხმობენ ისინი, რაზე ვლაპარაკობთ და თუ დადასტურდა, რომ რეალურად ესაა, რაც „გირჩის“ გეგმა იყო შეთავაზებული ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის, მაშინ რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო, თუ ჩემი გეგმა შესრულდა“

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved