• რეკლამა
  • კონტაქტი
20:02, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოაგროვეთ ქვები, შურდულები… იყავით დაუნდობლები, დიდება დედა ეკლესიას!” – მზადება “ღირსების მარშის” წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
19:25 06-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

ლევან ვასაძის ავადმყოფობის მიუხედავად, მისი დაჯგუფების წევრები გეგმების შეცვლას არ აპირებენ და პრაიდის ორგანიზატორებს ისევ მარშის ჩაშლით ემუქრებიან. 

ისინი ამბობენ, რომ 5 ივლისს დილის 10 საათზე ქაშუეთის ეკლესიის უკან მდებარე სკვერში შეიკრიბებიან და “ლგბტ+” თემის რუსთაველზე გამოსვლას დაელოდებიან.

“ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას! რუსთაველის ძეგლიდან დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული, არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება!”,- ამბობს “ალტ ინფოს” წევრი ზურა მახარაძე.

საგანგებო მიმართვის პარალელურად, “რეკომენდაციები” სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, “მთავარის” ინფორმაციით, მოქალაქე ზურაბ ჭავჭანიძე თანამოაზრეებს წერს, რომ 5 ივლისს მათ თან უნდა ჰქონდეთ ქვები, სხვადასხვა ზომის ნივთები იმისათვის, რომ “ღირსების მარშის” წევრების წინააღმდეგ გამოიყენონ.

მუქარის მიუხედავად, მარშის ორგანიზატორები გეგმას არ ცვლიან და ამბობენ, რომ ეს კვირეული აუცილებლად ჩატარდება.

“ჩვენ მათთან არ გვაქვს პირდაპირი კონტაქტი, ჩვენ სახელმწიფოს ველაპარაკებით. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმეა, რომ ამ ადამიანების მუქარასა და ძალადობაზე ჰქონდეთ რეაგირება, ჩვენ ვერ აღვუდგებით წინ ფაშისტურ დაჯგუფებებს”,- ამბობს “თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზატორების თქმით, პრაიდის კვირეული  1 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე “ღირსების მარშით” დასრულდება.

წყარო – მთავარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved