“ლელოს” წევრი, ლანა გალდავა:
“დღეს, საქართველოს პარლამენტში უნდა გამართულიყო ბიუროს სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” ალტერნატიულ საკანამდებლო პროექტს დაარეგისტრირებდა. ასევე, უნდა დარეგისტრირებულიყო ამნისტიის შესახებ ,,ლელო”-ს ალტერნატიული კანონპროექტი.
თქვენი აზრით, რა მოხდა შემდეგ?
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრები არ მოვიდნენ და შესაბამისად, ბიურო ჩაიშალა კვორუმის გამო.
არის თუ არა ზემოაღნიშნული გზავნილი, რომ მმართველი გუნდის ქცევა სცდება კოლეგიალურობის და საკანონმდებლო პროცესის ცივილურ, კონკურენტიან ფორმაში ჩატარების სტანდარტს და აშკარად იკვეთება დამოუკიდებელი ინსტიტუციების წინააღმდეგ პოლიტიკური განწყობა.
რაც შეეხება წმინდა სამართლებრივ საკითხებს, აქ აღარ დავწერ…”
კომენტარები