• რეკლამა
  • კონტაქტი
05:34, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მხოლოდ წალენჯიხაში დასავლეთი 65 მილიონის ღირებულების პროექტებს აფინანსებს – რა ელის ქვეყანას თუ დაფინანსებები შეჩერდება?

ალია ავტორი - ალია
14:28 06-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,353

რუსული კანონით გამოწვეულ საფრთხეებზე და დასავლეთის დაფინანსებებზე, წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ ისაბრა და თქვა, რომ მხოლოდ წალენჯიხაში დასავლეთის დაფინანსებული პროექტების ღირებულება 65 მილიონი ლარია.

გიორგი ხარჩილავა:

“ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ბორელმა განაცხადა,რომ აქტიურად განიხილება საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი. ეს არ გახლავთ კერძო სანქციები, ეს შეეხება ყველა მიმდინარე პროექტს და ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ქართული ოცნება ჯიუტად დუმდა, თუ რა თანხები ოპერირებდა მთელი რიგი პროექტების განხოციელებისას და ყველა დაგებულ კილომეტრზე. ონკანში წყალი რომ მოდის ეს ხშირ შემთხვევაში მოდის დასავლეთის ფინანსების მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

წალენჯიხა თითქოს მცირე რაიონია, მაგრამ წალენჯიხის სინამდვილეში მიმდინარე და გარდამავალ პროექტებში ეს შეადგენს არც მეტი არც ნაკლები 65 მილიონ ლარს. ამ ცხრილში წარმოდგენილია გარდამავალი პროექტები, ჭალეს, ობუჯის ეწერფერდისა და სხვა რომელიც ჩამოთვლილია, ეს გახლავთ 9 მილიონი ლარი.

აქვეა წარდფენილი პროექტები 2024 წლისთვის, ახალი პროექტები-მუჟავა, ჯგალი, ლესალე, წალენჯიხა,ფოთის ქუჩა და ასე შემდეგ. აქვე არის ახალი განაცხადები, რაზეც ვმუშაობთ, ეს ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და რეგიონალური განვითარების ფონდის დონორ ორგანიზაციებს წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი და ასევე ათეულობით დონორი ორგანიზაცია.

ასე რომ, როცა ვსაუბრობთ დასავლეთზე, დასავლეთი ზრუნავს ყოველი ჩვენთაგანის საყოფაცხოვრებო პირობების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და ეს სანქციები ემუქრება და დასავლეთისგან გამიჯვნა ემუქრება საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მეგობარი რას ნიშნავს, თანამონაწილეობა რას ნიშნავს და ეს ამ შემთხვევაში, წალენჯიხის სინამდვილეში მცირედით გახლავთ წარმოდგენილი.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved