• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
11:05 01-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

მაქსიმალურად ვერიდებით ამ თემაზე საუბარს. ეკლესიას თვითონ აქვს საშუალება, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი შემოტევისგან, მაგრამ თავდასხმები როდესაც განსაკუთრებულ სახეს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს მგონი ჩვენი ჩარევაც აუცილებელია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დასმულ კითხვას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმას, რაც სამების საკათედრო ტაძარში მოხდა, პოლიტიკური საფუძველი აქვს.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ბოლშევიზმი საქართველოში რაიმე წარმატებით სარგებლობდეს.

„იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. ყველაფერი დაიწყო შობის დღესთან დაკავშირებული განცხადებებით. მაინცდამაინც იმ დღეს გაახსენდა გიორგი კანდელაკს, რომ სტალინის გამოსახულებით იყო ხატი განთავსებული სამების ტაძარში. სპეციალურად დაამთხვიეს განცხადება შობის დღესასწაულს, რათა მეტად გაემძაფრებინა ამ შეტევის შინაარსი. მერე გაგრძელდა იმ ვანდალიზმით, რომელიც ვიხილეთ სამების ტაძარში. ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე აქვს პოლიტიკური საფუძველი. ვიღაცებს არ მოსწონთ ის, რომ ეკლესია ყველაფერთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული რეპუტაციით და ნდობით ქვეყანაში, შესაბამისად, უნდათ რაღაცნაირად შეარყიონ ეს ნდობა. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს იმ შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე. საბოლოო ჯამში, ეს არის იმ შეტევის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ყველაფერი, რასაც უკავშირდება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ამ ადამიანების მხრიდან არის შეტევის პირდაპირი საგანი და ეს წლებია, გრძელდება. ისინი ამაყობენ იმით, რომ ეკლესიის მიმართ ნდობა 99 %-დან შემცირდა პირობითად 95%-მდე და ა.შ. ასეთი რაღაცები უხარიათ ამ ადამიანებს. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმის გამეორება ასი წლის თავზე. გახსოვთ, რომ პიკზე იყო ბოლშევიზმი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით ერთი საუკუნის წინ და ამ ყველაფრის გამეორებას ვხედავთ ამ ადამიანების სახით, როგორიც არის გიორგი კანდელაკი, ნატა ფერაძე და ა.შ. არ შეიძლება, ბოლშევიზმი საქართველოში სარგებლობდეს რაიმე წარმატებით. შესაბამისად, რაღაც მომენტებში ჩვენ ვალდებულად ვთვლით საკუთარ თავს, დავიცვათ ეკლესია, ეკლესიის ინტერესები, როდესაც შეტევების ინტენსივობა იზრდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved