• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

მხედველობის ლაზერული კორექციის უახლესი ტექნოლოგია „ნიუ ჰოსპიტალსშია“

ალია ავტორი - ალია
16:45 05-04-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
721

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი კარლ ცაისის წარმოების, ყველაზე თანამედროვე ფემტო-ექსიმერული ლაზერით (Zeiss Visumax Femtosecond / Excimer Laser Mel-90) აღიჭურვა და პაციენტებს მხედველობის ლაზერული კორექციის უსწრაფეს მეთოდს სთავაზობს.

Zeiss-ის MEL-90 ლაზერი თანამედროვე და ზუსტი ტექნოლოგიაა, რომელიც მხედველობის კორექციას ფემტო-ექსიმერული ლაზერით რამდენიმე წამში უზრუნველყოფს. კორექციის პროცესი სრულად ავტომატიზებული და უსაფრთხოა, პროცედურა სულ რამდენიმე წამს გრძელდება და შედეგი თვალსაჩინოა მისი დასრულებისთანავე. MEL-90-ის ციფრული ფუნქციონალი ექიმს საშუალებას აძლევს შეაფასოს უმცირესი დეტალი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მკურნალობის პროცესს. აპარატის ერგონომიული დიზაინის მეშვეობით კი პაციენტი სწრაფი და მარტივი პროცედურით უმოკლეს დროში იღებს სასურველ შედეგს.

ფემტო-ექსიმერული ლაზერით შესრულებული მხედველობის კორექციის პროცედურა, სტანდარტული, ლასიკ პროცედურისგან განსხვავდება და მის თანამედროვე, გაუმჯობესებულ ალტერნატივას წარმოადგენს. მრავალ უპირატესობათა შორის, უმნიშვნელოვანესი განსხვავება რქოვანას ანათალის გაკეთების ულანცეტო პროცედურაშია – რქოვანას ანათალი ქირურგიული დანის გამოყენების გარეშე, აქამდე არნახული სიზუსტით, რამდენიმე წამში კეთდება. ულანცეტო პროცედურა გამორიცხავს ქირურგიული დანით გამოწვეულ გართულებებს და შესაბამისად იცავს თვალს ინფექციის განვითარებისგან. რქოვანას ანათალი მაქსიმალური სიზუსტით კეთდება, მაშინაც კი როდესაც პაციენტებს აქვთ ზედმეტად გათხელებული რქოვანა ან მხედველობის მძიმე დეფექტი.

ფემტო-ექსიმერული ლაზერით შესაძლებელია ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექცია. მხედველობის ლაზერული კორექციის შედეგად პაციენტს
აღუდგება მხედველობა და აღარ სჭირდება სათვალე ან კონტაქტური ლინზები, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და საშუალებას აძლევს მას დაკავდეს ისეთი აქტივობებით, რაშიც სათვალე ხელს უშლიდა. ფემტო-ლაზერული ქირურგია არის საუკეთესო ტექნოლოგია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს მხედველობა და იცხოვროს უფრო კომფორტულად – სათვალის ან კონტაქტური ლინზების გარეშე.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელსაც თვალის დაავადებათა მკურნალობის 130 წლიანი ტრადიცია გააჩნია, აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ოფთალმოლოგებითა და ქირურგებით, რომლებიც მუდმივად სთავაზობენ პაციენტებს მკურნალობის უახლეს მეთოდებს. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს ხშირად სტუმრობენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ატარებენ ყველა სირთულის ვიტრეორეტინულ ოპერაციებს და ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებს უზიარებენ გამოცდილებას.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved