• რეკლამა
  • კონტაქტი
22:17, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიწაზე დამახეთქეს, მირტყამდნენ და მეძახდნენ, რომ სამარე ჩემი ხელით გამეთხარა” – რას უყვება ალიას ირაკლი არონია

ალია ავტორი - ალია
17:10 10-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,585

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ოპოზიციონერებს თავს სახელისუფლებო ზონდერები დაესხნენ, ნაცემია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარტიის თანამშრომელი ირაკლი არონია. მას „ქართული ოცნების“ ტიტუშკები ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ირაკლი არონიამ დედაქალაქში, საპროტესტო აქციაზე წალენჯიხიდან ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ტრანსპორტირება უზრუნველყო და მიტინგზე ჩამოიყვანა.

როგორც „ალიასთვის“ გახდა ცნობილი, მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრი სახელისუფლებო წრისთვის მთავარი სამიზნე 8 ოქტომბერის ღამეს გახდა. მოგეხსენებათ, ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულებიდან კლინიკაში გადაყვანას ჯანმრთელობის გაუარესების გამო ითხოვდნენ.

ირაკლი არონიას დაზიანებები ცემის შედეგად მიადგა. თუმცა, ადგილზე მყოფმა პოლიციამ მოძალადეების ჯგუფის გასანეიტრალებლად კანონით დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა და მოქალაქე არონია არ დაიცვა. როდესაც ირაკლი სცემეს და დავალება შეასრულეს, მხოლოდ ამის შემდეგ, „სამართალდამცველებმა“ ნიღბიანი მოძალადეები ტერიტორიიდან განარიდეს. სწორედ ეს გარემოება არწმუნებს დაზარალებულს, რომ მის წინააღმდეგ წინასწარ მობილიზებული სახელისუფლებო ჯგუფი იყო, როგორც ეს სხვა შემთხვევებშიც მოხდა.

დაუსჯელობის სინდრომი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, კრიტიკული აზრის დევნა, ოპოზიციის დაშინება-დაპატიმრება – ეს ჩვენი რეალობაა და ამაზე დუმილი თანამონაწილეობის ტოლფასია. „ალია“ გმობს ძალადობას და განსხვავებული აზრის დევნას, დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფას და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, როგორც ეს კორცხელის ინციდენტის, გავრილოვის ღამის და ა.შ. დროს მოხდა…

როგორც წალენჯიხიდან „ალიას“ წყარო უყვება, ირაკლი არონიამ ნაციონალური მოძრაობის ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობა თავდასხმის შემდეგ მალევე დატოვა. ამის მიზეზად ინფორმირებული წყარო არონიას მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას ასახელებს. ის ამბობს, რომ ოპოზიციონერის მამას გულის შეტევა დაემართა, როცა შვილის ცემის შესახებ გაიგო.

მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება „ალიამ“ დაზარალებულთან, ირაკლი არონიასთან სცადა. მან თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ ია კერზაიას მსგავსად, კინაღამ მამამისიც მის ოპოზიციურ განწყობებს და მიტინგებში მონაწილეობას შეეწირა. ამბობს, რომ „კეთილის მსურველმა“ მამამისი გააფრთხილა, თუ ირაკლი არონია პოლიტიკურ აქტივობას გააგრძელებდა, მაშინ მისი ფიზიკური ლიკვიდაციაც კი შესაძლებელი გახდებოდა. ხანშიშესულმა მამაკაცმა თავდაზარდამცემ „გაფრთხილებას“ ვერ გაუძლო და კლინიკაში მოხვდა.

ირაკლი არონია:

–ჩემს თავს არ დავეძებ. მე ვარ ნაციონალური მოძრაობის, პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრე და მის მხარდამჭერ აქციებზე აქტიურად ჩართული პირი. ვაღიარებ, რომ ნამდვილად ვახდენდი წალენჯიხიდან ხალხის მობილიზებას და დედაქალაქში მათ ტრანსპორტირებას, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა და უკანონობას არ ჩავდივარ. თუმცა, „ქართული ოცნებისთვის“ როგორც სხვა ბევრი აქტივისტის, პარტიის წევრის თუ უკმაყოფილო მოქალაქის აქტიურობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ზონდერჯგუფები ფიზიკურად გამისწორდნენ და დაზიანებები მომაყენეს. როცა მირტყამდნენ და მიწაზე დამახეთქეს, მომაძახეს, რომ ან სახლში ჩუმად დავმჯდარიყავი, ან სამარე ჩემი ხელით გამეთხარა. ეს იყო 4 ოქტომბრის ღამეს. 8-ში კი დანას ცხვირწინ მიტრიალებდნენ და მემუქრებოდნენ, რომ მკვდარს მიპოვიდა ჩემი ოჯახი. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ამ დაპირისპირებას ერთ დროს, ჩვენი საამაყო პოლიცია უყურებდა და არ რეაგირებდა. პოლიციამაც კი დაკარგა როლი და ფუნქცია, ეს უწყება ოლიგარქის პირად ინტერესებს ემსახურება და არა – ხალხს.

ჩემმა ოჯახმა ცემის შესახებ იმავე ღამეს გაიგო და მამა ცუდად გახდა. სამწუხაროდ, მასთან ნაცნობი მივიდა და გააფრთხილა, რომ შემეწყვიტა აქციებზე სიარული და მითუმეტეს ხალხის წაყვანა, რადგან ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე არსებობდა. ასაკში მყოფმა მამამ ამ მუქარას თუ გაფრთხილებას ვერ გაუძლო და გულის შეტევა მიიღო. მას ჯანამრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. მისი სიმშვიდისთვის სამსახურის დატოვება ნამდვილად მომიწია, აღარ ვასრულებ ნაციონალურ მოძრაობაში ნაკისრ მოვალეობებს.

– პოლიციას თუ აცნობეთ თავდასხმის შესახებ და საქმე თუ აღიძრა?

– არა. რა აზრი აქვს? ნიკა ნარსიას, ვახო გაგნიძეს და კიდევ სხვებს თავს რომ დაესხნენ და პოლიციას მიმართეს გახსოვთ ალბათ, საქმე არ აღძრულა, არც დაზარალებულად ცნეს და ზედაპირული სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, რათა ძალადობის შედეგად მიყნებეული დაზიანებები არ ასახულიყო სამედიცინო დოკუმენტაციაში. მეტიც – ნაცემი ოპოზიციონერები კლანურმა მოსამართლეებმა დააჯარიმეს კიდეც. მე ცალკე საზრუნავი მამას გადარჩენაც გამიხდა.

– სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა ჩაერთო თქვენს საქმეში, არც მედიკოსებმა მიმართეს სამართალდამცველებს?

– არა. მითხრეს, რომ სიცოცხლისთვის საშიში არაფერი იყო და ჩემს სასარგებლოდ ვერ გამოცხადდებოდნენ სასამართლოში, რადგან მათ ეს სამსახურის დაკარგვის ფასი დაუჯდებოდათ.

– რას აპირებთ?

– ვერაფერს ვიტყვი. არ ვიცი რამდენად სწორია ახლა ჩემი მხრიდან ინტერვიუს მიცემა, არ ვიცი ამას რა მოჰყვება, მაგრამ ერთადერთი მოტივი რაც მაქვს ისაა, რომ თუ რამე მომივა, ხალხმა, ჟურნალისტებმა იცოდეთ, რომ ეს შესაძლებელი მხოლოდ სახელისუფლებო ზონდერებისგან იქნება განპირობებული, მე სხვა მტრები არ მყავს. სამომავლო გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან მამა ჩემს გამო იმდენად ცუდადაა, რომ მხოლოდ მის გადარჩენაზე ვფიქრობ. მინდა, ხალხი გამოფხიზლდეს და სანამ ცალცალკე მიზანში ამოღებულებს გვდევნიან, ერთიანი ძალით დავამუხრუჭოთ ქართველთმოძულე ხელისუფლება და ყველაფერი გავაკეთოთ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და გადასარჩენად.

„ალია“ თვალყურს მიადევნებს ირაკლი არონიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. რა თქმა უნდა, ჩვენი ჟურნალისტები შსს-ს დაუკავშირდნენ, მაგრამ ზარებსს არ უპასუხეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved