• რეკლამა
  • კონტაქტი
10:54, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მითხარით ვინმემ რომ ეს ასე არ არის და რაღაც მეშლება, ან რაღაც არ ვიცი და ამიტომ ვერ ვხვდები! – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:30 04-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ეხმაურება:

“იმ სრულიად წყალწყალა დოკუმენტს 2 ცვლილება დაემატა. რამდენად მნიშვნელოვანი და არსებითია ეს ცვლილებები?

1. ამნისტიით პატიმრების გამოშვება. ეს ცვლილება არ ასახავს პოლიტპატიმრებად განსაზღვრული ადამიანების აღიარებას და ამნისტიით განთავისუფლება შეიძლება უხაროდეს მხოლოდ დამნაშავეს. ასეც მოხდება – პოლიტპატიმრები განთავისუფლდებიან სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ერთად. თან ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჯერ ბოიკოტი იყო და მერე ნიკა მელიას დაპატიმრება და ამდენად მისი განთავისუფლება არ ხსნის ბოიკოტის თემას. ბოიკოტი გამოცხადდა არჩევნების გაყალბების და არა ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. ზუსტად ეს პოზიცია აქვს თავად ნიკა მელიასაც, რომელიც აბსურდულად მიიჩნევს თავის განთავისუფლებას იმის ხარჯზე, რისთვისაც ის იბრძვის.

2. ვადამდელი არჩევნები ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლება 43 პროცენტზე ნაკლებს აიღებს. არც ესაა პრობლემა და ასე უკვე მოხდა ამ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ შედეგები გაყალბდა. დოკუმენტში არსად არ ჩანს დათქმა ცსკო–ს შემადგენლობის და მისი თავმჯდომარის შეცვლაზე. შესაბამისად არ არსებობს არანაირი ვალდებულება ხელისუფლების მხრიდან და იგივე პირობებში არჩევნები ზუსტად ისე დასრულდება როგორც საპარლამენტო დასრულდა, თან სტიმულიც უფრო მეტი ექნება ხელისუფლებას და ის სამოქალაქო დაპირისპირებაზეც წავა ამის მისაღწევად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ასე საკითხის დაყენება – თუ 43 პროცენტზე ნაკლებს აიღებს ხელისუფლება, მაშინ ტარდება ვადამდელი და თუ არა, მაშინ არ ტარდება, არასწორი და არასერიოზულია. რა გამოდის – საპარლამენტო არჩევნები რომ გაყალბდა, ეს ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს? ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა სიმაღლეში ხტომაზე გამოცხადებულიყო შეჯიბრება და ვინც მოიგებდა, იმის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა.

ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები. რატომ არ აწერს ამ დოკუმენტს “ოცნება” ხელს? ეგებ ზუსტად იმიტომ რომ გაჩნდეს ილუზია, თითქოს ამ დოკუმენტით რაიმე ოპოზიციის სასარგებლოდ იცვლება და შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში – ხელისუფლებისთვის სწორედ ესაა დღეს მნიშვნელოვანი, ხოლო ამ დოკუმენტში ეს 2 ახალი დამატება ხელისუფლებისთვის მშვენიერი გამოსავალია – ნიკა მელია, რომლის პატიმრობა ძალიან დიდ უხერხულობას უქმნის “ოცნებას”, განათავისუფლებენ ამნისტიით და ადგილობრივ არჩევნებს ზუსტად ისე ჩაატარებენ, როგორც საპარლამენტო ჩაატარეს. მითხარით ვინმემ რომ ეს ასე არ არის და რაღაც მეშლება, ან რაღაც არ ვიცი და ამიტომ ვერ ვხვდები! 

P.S. არც ერთი წუთით ეს სტატუსი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული არ არის. ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება, ციდან არ მოდის და ამ საზოგადოების ნაწილია. არც შესვლის შემთხვევაში ვაპირებ ვინმესთვის რაიმე იარლიყის მიკერებას. მე უბრალოდ ერთი რამე ვიცი: ამ მოჯადოებული წრის გარღვევას თავზეხელაღებული გადარეული პატრიოტები ჭირდება ოპოზიციაშიც და ხალხშიც. სხვანაირად არაფერი გამოვა და მაშინ მართლა აღარ აქვს მნიშვნელობა, უაზროდ შეხვალ, თუ არ შეხვალ პარლამენტში,”

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved