ტრენდული

“მოსაყდრე” მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, პატრიარქი უკვე იზოლირებული ჰყავთ” – გამზარდია
ახალი ამბები

“მოსაყდრე” მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, პატრიარქი უკვე იზოლირებული ჰყავთ” – გამზარდია

ავტორი - ალია
00:15 05-14-2022
0

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია: "საპატრიარქოს ინგორმაციით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძეს დამოუკიდებლად სასულიერო პირების ხელდასხმის უფლება აღარ აქვს და საპატრიარქოს...

“სუსის ნომრიანი აგენტი, ბრეგაძე, ახალი დავალებით დაუტვირთავთ” – ნიკა მელია

“სუსის ნომრიანი აგენტი, ბრეგაძე, ახალი დავალებით დაუტვირთავთ” – ნიკა მელია

02:30 05-13-2022
ჩვენ, ოპოზიციონერები, ძალიან სუსტად გამოვიყურებით და ჩვენი ქმედება, კრიტიკას ვერ უძლებს – ბურჯანაძე

ჩვენ, ოპოზიციონერები, ძალიან სუსტად გამოვიყურებით და ჩვენი ქმედება, კრიტიკას ვერ უძლებს – ბურჯანაძე

20:08 05-12-2022
“ამერიკასა და თურქეთს შორის შესაძლოა ურთიერთობები დათბეს?! – ამის შემდგომ რუსული იმპერიის კრახი დაჩქარდება” – რუსლან შავაძე

“ამერიკასა და თურქეთს შორის შესაძლოა ურთიერთობები დათბეს?! – ამის შემდგომ რუსული იმპერიის კრახი დაჩქარდება” – რუსლან შავაძე

15:11 05-12-2022
„მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მამამისის კლინიკაც იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და მისი ბიზნესიც“ – სანდრო ბრეგაძე

„მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მამამისის კლინიკაც იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და მისი ბიზნესიც“ – სანდრო ბრეგაძე

23:14 05-10-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
09:26, ორშაბათი, 16 მაისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშა „ტუფლებიდან“ ამოხტება, ვანო რომ გალიდერდეს, ომს დაიწყებს ლიდერობის გამო”

ალია ავტორი - ალია
21:23 02-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1

“ალიას” ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი

– ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნდება.

– ეგ თუ მოხდა, მიშა „ტუფლებიდან“ ამოხტება. ვანო რომ გალიდერდეს, მიშა საერთოდ გაქრება. მიშას ეს არ უნდა და ატეხავს დიდ ამბავს. ომი და უბედურება ექნებათ ლიდერობის გამო. თუ ასე მოხდა, ძალიან კარგი იქნება. აერევათ შიგნით ყველაფერი და ეს კარგია ჩვენთვის, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის. „ნაცმოძრაობა“ რომ ამ ქვეყნის, ხალხის მტერი პოლიტიკურ–კრიმინალური ძალაა, ეს ფაქტია და რაც მეტი პრობლემები ექნებათ, მით უკეთესი. ვანოს „ნაცების“ ლიდერობის შანსი აქვს. უტვინოა, მიშა მაგაზე ბევრად ჭკვიანია, მაგრამ ვანო მიშასნაირი „ისტერიჩკა“ არ არის, მიშასნაირი დარტყმული არ არის. მოსმენა მაინც შეუძლია, მიშა არავის უსმენს. იმასაც ამბობენ, რომ მერაბიშვილი შესაძლოა „ევროპულ საქართველოში“ წავიდეს. ეს თუ მოხდა, იქ გიგა ბოკერია ლიდერობას არავის დაანებებს, არც ვანოს, არც არავის. მიშას ლიდერობა ვერ აიტანა, მიშას გაექცა და ბოკერია ვანოს დაისვამს თავზე? ვფიქრობ, ბოკერია ახლოს არ გაიკარებს ვანოს. თუმცა, ვანოს დიდი ფული აქვს და ამ ფულით, შესაძლოა, იყიდოს პოლიტიკაში გავლენიანი ადგილი, მიშასთანაც და ბოკერიასთანაც, ეს დასაშვებია. არ ვიცი, ძნელი სათქმელია, საით წავა ვანო. თუ  ჭკუა აქვს, უნდა დაჯდეს  სახლში და პოლიტიკას საერთოდ არ უნდა გაეკაროს ახლოს. ან წავიდეს და გადაიკარგოს სადმე. თუმცა, როგორც ჩან, ამას არ აპირებს. ეს ციხიდან გამოვიდა თუ არა, ეგრევე განაცხადა. არც ის არის გამორიცხული, ვანომ თავის ნათესავთან და ყოფილ მოადგილესთან ერთად, ახალი პოლიტიკური პარტია შექმნას. ამირან მესხელს ვგულისხმობ, რომელსაც იშვიათად თუ ახსენებს ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ ათასი უბედურება აქვს ჩადენილი, თავის დროზე კუდ–ი და სოდ–ი  ექვემდებარებოდა და ვანოს სისხლიან დავალებებს ცალკე ასრულებდა, ცალკე თვითონ იყო დავალებების შემკვეთი. ამირან მესხელი ევროპაშია, სხვებისა არ ვიცი, მაგრამ რაც თვითონ და ვანო მერაბიშვილმა ფული იშოვეს საქართველოში, იმ ფულს პატრონობს. მესხელი არ გამოჩნდება, ეს ნაღდია, მაგრამ ერთად შეიძლება შექმნან პარტია. არც იმას გამოვრიცხავ, რაღაც არასამთავრობო შექმნან და ვანო იყოს შეფი. ისეთი არასამთავრობო, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას რომ მოახდენს. მოკლედ, თუ პოლიტიკაში დაბრუნება უნდა, ამის ფინანსური რესურსიც აქვს და რამდენიმე გზაც.
აქ ერთსაც ვიტყვი. რამდენად გამოუვა ვანოს „ნაცმოძრაობის“ ლიდერობა, ეგ არ ვიცი, მაგრამ ამ ხელისუფლებას ეგ ვარიანტი აწყობს. ვანო შეიძლება გააქტიურო, აქციო ბუად და დარჩეს ბუად, საფრთხე არ შეგიქმნას და აკონტროლო ბოლომდე. ვანო ამაზე წამომსვლელია. მიშაც ბუაა, მაგრამ ხელისუფლების კონტროლქვეშ არ არის. მიშა, შეიძლება რეალურ საფრთხედ ექცეს ხელისუფლებას და მართლა ბუად გადაიქცეს. მიშას მხარს უჭერს ჯო ბაიდენი და მისი ხალხი ამერიკაში, რომლებიც ჰილარი კლინტონისა და მისი თანამოაზრეების ულტრალიბერალური იდეების გამგრძელებლები არიან. მიშა ბიძინას მართული არ იქნება, ეს გამორიცხულია. ამიტომ, „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ისეთი კაცი სჭირდება „ოცნებას“, რომელიც მასზე იქნება დამოკიდებული, დღეს კი ასეთი შანსი ვანო მერაბიშვილია. როგორც გიგა ბოკერიაა „ევროპულ საქართველოში“, ეგეთი. თუმცა, მიშას გადაგდება და ვანოს დასმა მის ადგილას, ვანოს გალიდერება ურთულესი საქმე იქნება. მიშას ამერიკიდან მხარდაჭერის გათვალისწინებით, ალბათ შეუძლებელიც. ჯო ბაიდენი დღეს მიშასთვის იგივეა, რაც ჯონ მაკკეინი იყო თავის დროზე. ახლა ამერიკის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი მამობილობას რომ გიწევს, ეს უკვე დიდი ამბავია, დიდი ფორა და კოზირია. მიშამ კიდევ იცის კოზირების გამოყენება.

– ამბობენ, რომ პოლიციელთა ერთი ნაწილი დიდი სიხარულით შეხვდა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას, ზოგმა რესტორნები დახურა და ფეხზე ადგომით კი არადა, სკამზე დგომით სვამდნენ ვანოს სადღეგრძელოსო. უკვე გავრცელდა ხმები, რომ ვანოს შეუძლია პოლიციაში დესტაბილიზაციის შეტანა საბოტაჟისა და სხვა გზებით. დავუშვათ, მერაბიშვილმა მართლა გადაწყვიტა ოპოზიციონერობა, არ გაურიგდა ხელისუფლებას, ან გაურიგდა და მერე გიგი უგულავასავით გამოვიდა კონტროლიდან, დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. შეძლებს პოლიციის დესტაბილიზაციას იმდენად, რომ ეს სტრუქტურა ხელისუფლებას არ დაემორჩილოს, პოლიციელებმა შს მინისტრის ბრძანებები არ შეასრულონ?

– არა, არა მგონია, რომ ამის გაკეთების ძალა შესწევდეს, სულ სამკვდრო–სასიცოცხლოდ რომ გადაეკიდოს ხელისუფლებას. კი, ბევრია პოლიციაში მისი მადლიერი, ბევრი უზრუნველად ცხოვრობდა მისი მინისტრობის დროს, მაგრამ ის დრო აღარ დაუბრუნდებათ. ვანო ვერ აურევს სიტუაციას პოლიციაში.

ლაშა ამირეჯიბი

ლევან ჯავახიშვილი

ალია №7

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი
ახალი ამბები

“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი

20:32 05-12-2022
ვიცი, რამდენსაც იხდის ხელისუფლება, რომ ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში და ისიც ვიცი, ამ პარტიების გარდა, კიდევ ვის ევაჭრება, რომ შეათრიოს იქ – ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან
ახალი ამბები

„როდესაც დამონებული ხარ, ღირსება აყრილი ხარ, „დაჩმორებული“ ხარ და მარტო მშვიდობა გაქვს, ღირს ასეთი მშვიდობა?“ – სანდრო ბრეგაძე

22:06 05-10-2022
„რუსეთამდე  600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო  და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე
ახალი ამბები

„რუსეთამდე 600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე

22:15 05-09-2022
„უსაფრთხოების სამსახურში მასალები 4 კატეგორიად იყოფა“ – რომელი კატეგორიის მასალებმა გამოჟონა და ვის მიუწვდებოდა მასზე ხელი?
ახალი ამბები

„ძალიან საინტერესოდ დგას საკითხები ამ მიმართულებით“ – რას ამბობს რუსეთ-უკრაინის ომზე ვახტანგ მაისაია

21:49 05-05-2022

ბიზნესი

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“

18:37 05-13-2022
გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე
ბიზნესი

გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე

02:17 05-12-2022
ჩიჟი-ბიჟი ქათმის ბარკლებით – ვიდეორეცეპტი
ბიზნესი

ჩიჟი-ბიჟი ქათმის ბარკლებით – ვიდეორეცეპტი

02:18 05-12-2022
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის

02:19 05-12-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved