• რეკლამა
  • კონტაქტი
18:59, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მიშა, საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ…” – რას პასუხობა გია ნოდია სააკაშვილს?

ალია ავტორი - ალია
23:52 04-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,286

პოლიტოლოგი გია ნოდია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს:

,,მიშა, მოდი, მეხსიერებებით ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. 2008 წლის იანვარში მე ხმის პარალელური დათვლის კომისიის თავმჯდომარე არ ვყოფილვარ, ვიყავი ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ეგზიტ-პოლისა. ოღონდ შედეგის გამოცხადება მე „შემეტენა“, რის გამოც საქართველოს საკმაოდ დიდმა ნაწილმა შემიძულა.

საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. არც შენ მეცოდები მხოლოდ იმიტომ, რომ ციხეში ზიხარ – არსებითად, ამ პირობებში შენ აირჩიე ციხეში ყოფნა და იქიდან ბრძოლა. ეს პატივისცემას და არა სიბრალულს იმსახურებს (გეთანხმები თუ არა ამ არჩევანში, სხვა საკითხია).

ამ მონაკვეთში დიქტატორი შენთვის არ მიწოდებია, როგორც შეამჩნევდი, თუმცა ის ფრაზა კი ვთქვი, რომ „დემოკრატიული ლიდერი არც ერთს არ ეთქმოდა“. მესმის, ამ ფრაზის პიროვნულად მიღებაც შეგეძლო, მაგრამ მე ეს პიროვნულად არ მიგულისხმია. შესაძლოა, უფრო ზუსტი უნდა ვყოფილვიყავი – ახლა შევეცდები.

პრობლემა ისაა, რომ ჩვენში ჰგონიათ, თითქოს დემოკრატია ლიდერის ნებიდან მოდის: მოინდომებს „ჭეშმარიტი დემოკრატი“ ლიდერი დემოკრატიას და ჰოპლა – დემოკრატია გავხდით. ეს შეცდომაა, რომელსაც გარდუვალად შობს ყალბ მოლოდინებს და მერე იმედგაცრუებას.

დემოკრატია ინსტიტუტების სისტემაა და პოლიტიკური კულტურაა. ნაციონალური მოძრაობის დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, იმიტომ რომ ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა ერთ პარტიას, ხოლო ეს ერთი პარტია ერთი კაცის გარშემო არსებობდა. არც ინსტიტუციური და არც სოციალური საპირწონე არ იყო (ეკლესიის გამოკლებით, მაგრამ ის დემოკრატიულ საპირწონედ ვერ გამოდგებოდა). ოპოზიცია ერთი ცნობილი ქველმოქმედის გამოჩენამდე კიდევ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ახლაა.

ამ პირობებში, მიშა სააკაშვილი „ჭეშმარიტი დემოკრატი“ იყო თუ არც მთლად დემოკრატი, მეორეხარისხოვანი საკითხია. სისტემა ვერ იყო დემოკრატიული და ამას იდეალური მიშაც ვერ შეცვლიდა (თუმცა იდეალური არ ყოფილხარ).

ასევე, მე მჯერა, რომ 2008 წლის იანვარში არჩევნები მართლა მოიგე, მაგრამ ეს საქმის ვითარებას არსებითად არ ცვლის.“

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

,,გია ნოდიამ თქვა ფორმულაზე, რომ საქართველოს არასდროს ჰყოლია დემოკრატიული მმართველი.

ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. ეს კაცი, 2008 წლის იანვარში, იყო საპრეზიდენტო არჩევნების, პარალელური დათვლის კომისიის თავმჯდომარე და სწორედ მისი დასკვნა დაედო საფუძვლად, არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად აღიარებას.

საბრალოს ალბათ უჭირს რაღაცების გახსენება დროის გასვლასთან ერთად.“

თეგები: გია ნოდიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved