პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი PIA.GE-სთან ამბობს:
„საერთოდ, ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა მკვდრადშობილი პროექტია. არავინ არავისთან შერიგებას არ აპირებს. ყველას სხვადასხვანაირად წარმოუდგენია შერიგება. საეროდ, პოლიტიკური ელიტის შერიგება-მორიგება-გარიგების პრობლემა კი არ გვაქვს, არამედ საზოგადოების გამთლიანების პრობლემაა. საზოგადოების გამთლიანება კი ვიღაცების შერიგებით არ ხდება. ზოგადად სამართლიანობის განცდა უნდა გაჩნდეს ქვეყანაში. იმისთვის, რომ დაზარალებული დამნაშავეს შეურიგდეს, საჭიროა, რომ დამზარალებლის მონანიება და ბოდიში, რომ დაზარალებულს შერიგების განწყობა შეექმნას.
მიშა და ბიძინა ხელს რომ ჩამოართმევენ, ვინმე ვინმეს შეურიგდება თუ როგორ არის საქმე? ვფიქრობ, ეს არის წყლის ნაყვა, ტანჯვა და იმის დეკლარირება, რომ ყველა არის ყველაფერი კარგისკენ განწყობილი. სინამდვილეში, შინაარსობრივად, არაფერს ნიშნავს და საბნის გადაქაჩვის პრინციპით, ყველა თავისთვის სარგებლის მიღებას ცდილობს და მეტი არაფერი.
შერიგების საფუძველი არ არსებობს. არც კი ესმით, ეს როგორ ხდება. 30 ქვეყანაში მოხდა მსგავსი რამ და ამას ჰქონდა გარკვეული საფუძვლები. ამას სჭირდება სამართლიანი სასამართლო, რათა სამომავლოდ კონფლიქტის რისკი არ გაჩნდეს, ამას სჭირდება დეპოლიტიზებული პოლიცია, ხალხს არ უნდა უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. სხვანაირად, ორი დამნაშავის შერიგებით, როცა ორი მაფიის ბოსი ერთმანეთს შეურიგდება, ჩვენ გავბედნიერდებით?“
კომენტარები