პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
მიშა სააკაშვილი აგინებს ალასანიას, გვარამია აგინებს მიშას, იაგო ხვიჩია აგინებს გვარამიას, სრულიად ბაბლი აგინებს იაგო ხვიჩიას და მის პარტიას, ღარიბაშვილი აგინებს კობახიძეს, პაპუაშვილმა გადაწყვიტა ღარიბაშვილი ეგინებინა, მაგრამ ინერციით მაინც გერმანიის ელჩი შემოეგინა, დიტო სამხარაძე ჩერეზ ასავალ-დასავალი აგინებს ღარიბაშვილს, ასავალ-დასავალი აგინებს შალვა რამიშვილს პლუს გურის და ბაჩოს, შარმანაშვილი აგინებს ფარცხალაძეს, რომელიც რომანოვია, მდინარაძე უკვე აღარავის აღარ აგინებს, მაგრამ მას მაინც დასცინის რუსაპეტა ფიფია, რომელსაც აგინა მჟავანაძემ, ქეთევან მიქიაშვილის სახელით მოქმედი სახელისუფლო ტროლი, ზოგის აზრით ლაშა ნაცვლიშვილი რომაა, ზოგის აზრით ლიზა გეგეჭკორი და ზოგს სულაც ოცნების პიარ-სამსახური ჰგონია ცვალებადი შემადგენლობით, აგინებს თეონა ბაღდავაძეს და შიგადაშიგ ნანუკა ჟირჟოლიანს, თამარა ჩერგოლეიშვილი კი აგინებს ყველას, ვინც აქ ჩამოთვლილია და ვინც არაა ჩამოთვლილი იმათაც, ამ სტატუსის ავტორის ჩათვლით.
აი, ასე ვცხოვრობთ. თქვენ კიდევ ესაო და…











კომენტარები