“მიყვარხარ, მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა.
მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოვებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც” – ასე გახსნა დემნა გვასალიამ “ბალენსიაგას” 51-ე ჩვენება.
დიზაინერის სიტყვებმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო – საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ემოცია მშობლიურ აფხაზეთს ეკუთვნის, ნაწილის აზრით კი, მიმართვა მის საყვარელ ადამიანს და მოდის ხელოვნებას ეძღვნება.
რეზინის სამოსით დაფარული სილუეტი, დიდი ზომის ფეხსაცმელები და რეზინის ჩანთები – ეს ჩვენების დასაწყისია. სამყაროს განსხვავებული და უნიკალური ხედვა, რომელიც “ბალენსიაგას” ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას შემოქმედებაა, კვლავ მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა.
კომენტარები