• რეკლამა
  • კონტაქტი
19:06, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიქაუტაძის საქმეზე საქართველომ სტრასბურგში დავა წააგო

ალია ავტორი - ალია
16:10 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა გამოძიების ეფექტიანობას. 

2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე, ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დააკისრა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა მამუკა მიქაუტაძის საქმეს, რომელმაც შსს-ში გამოკითხვიდან მეორე დღეს თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა. ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში მამუკა მიქაუტაძე 2013 წლის 5 ივლისს გამოკითხეს, რა დროსაც მის მიმართ, სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. იგი გამოიკითხა როგორც მოწმე, მისი მეგობრის მიერ კანაფის სავარაუდო ფლობის ფაქტზე. მიქაუტაძემ 2013 წლის 6 ივლისს თავი მოიკლა. მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე აცხადებდა, რომ დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობა საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულების მიზნით.

წინამდებარე საქმეში საია დაობდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევაზე. კერძოდ, საია მიიჩნევდა, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ იყო ეფექტიანი, მათ შორის, მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა გამოძიების, თუნდაც შეზღუდული ვადით, შსს-ის გენერალური ინსპექციის მიერ წარმოება, ვინაიდან, ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობდა, რაც წარმოშობდა გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა. შესაბამისად, შსს-ის მიერ გამოძიების წარმოება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას. 2013 წლის სექტემბერში საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა.

სასამართლომ გამოძიება მთლიანობაში შეაფასა და ყურადღება გაამახვილა რა ფაქტზე, რომ 2016 წელს პროკურატურის მიერ გამოძიება დანაშაულის არ არსებობის გამო დაიხურა, მიუთითა, რომ გამოძიებამ უპასუხოდ დატოვა საქმესთან დაკავშირებით გადამწყვეტი კითხვები. კერძოდ, გამოკითხვის დროს მართლაც გაყვანილი იქნა თუ არა მიქაუტაძე სხვა ოთახში და თუ კი, რა მოხდა იქ. ასევე, ყველაზე ნიშანდობლივი საგამოძიებო ხარვეზი სასამართლომ დაინახა ფაქტში, რომ გამოძიებამ არანაირი ჰიპოთეზა/განმარტება არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა პოლიციასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანს, რომელსაც არანაირი სუიციდური განზრახვები, ფსიქოლოგიური ან სხვა ტიპის პრობლემები არ ჰქონდა, ჩაედინა თვითმკვლელობა.

ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა გამოძიების ეფექტიანობას. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლისს და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე არანაირი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ იყო, მთავრობას, კი არ წარმოუდგენია არანაირი განმარტება ამგვარ საგამოძიებო უმოქმედობასთან დაკავშირებით.

საია გააგრძელებს წინამდებარე საქმის აღსრულების მონიტორინგს, როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე მინისტრთა კომიტეტის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved