• რეკლამა
  • კონტაქტი
10:11, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა პატიმარ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას გამოვეხმაურო” – ნიკოლოზ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
16:51 04-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,974

ნიკოლოზ მეტრეველი, ნიკოლოზ სააკაშვილის წერილს ეხმაურება და წერს:

 

“მინდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მამის, ბატონ ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას გამოვეხმაურო:

ნებისმიერი პატიმრის მშობელი ( რაოდენ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული არ უნდა იყოს ) ბუნებრივ თანაგრძნობას უნდა იწვევდეს.

მაგრამ ბატონი ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვა დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში თანაგრძნობას ვერ მოიპოვებს მისი შინაარსის ეგოიზმის და ცინიზმის გამო.

არ არსებობს ალბათ საქართველოში ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ პატიმარ სააკაშვილის მამამ არ იცოდა, რა საშინელებებს სჩადიოდა მისი შვილის მიერ საქართველოს ისტორიაში შექმნილი, ყველაზე ბინძური და სამარცხვინო რეჟიმი. როდესაც ბატონი ნიკოლოზი საკუთარი შვილის ციხეში მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკობს, ვერ დავიჯერებთ, რომ მან არ იცის რა სახის და ფორმის სისტემურ დანაშაულებებს სჩადიოდნენ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მისი უახლოესი ე.წ. თანამებრძოლები ქართულ პენიტენციურ სისტემად წოდებულ, მათ მიერ შექმნილ წამებისა და სიკვდილის ბანაკებში.

ბატონო ნიკოლოზ, როდესაც პრეზიდენტს, ხელისუფლებას, საზოგადო მოღვაწეებს და ზოგადად, ქართულ საზოგადოებას ჰუმანიზმისაკენ მოუწოდებთ, ვფიქრობ:

  1. ცხადია მშობლები სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ აგებენ შვილების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, მაგრამ არსებობს მორალური პასუხისმგებლობაც, რომელიც ძალიან ხშირად სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მაღალია.
  2. ჯერ მადლობა უნდა მოიხადოთ თუნდაც იმისათვის, რომ თქვენი შვილის და მისი “პარტიის“ მიერ შექმნილი სისტემა საქართველოში აღარ არსებობს.
  3. გვარებით და სახელებით არ შეგახსენებთ ( ეს ამ ადამიანებისთვისაც ძალიან მძიმეა ), თქვენი შვილის რეჟიმის მიერ ნაწამებ ადამიანებსაც ჰყავდათ მშობლები, შვილები, მეუღლეები, ნათესავები და ახლობლები.
  4. არავის სმენია თქვენგან ათი წლის მანძილზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი ათასობით ადამიანს აწამებდა, და კლავდა არა თუ პროტესტის არამედ თანაგრძნობის ერთი ფაქტიც კი. იმ პერიოდში თუ მრავალი სხვა ადამიანის მსგავსად რეპრესიების გეშინოდათ, ამჟამად თქვენი სინანული და თანაგრძნობა განადგურებული ქართული ოჯახებისადმი სრულიად უხიფათოა თქვენთვის.
  5. როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დანაშულებებზე მიგითითებთ, ამას შურისძიების მიზნით და მედიაზე დაყრდნობით არ მოგახსენებთ. ყოველივე ამას ქართულ საზოგადოებასთან ერთად ვხედავდი და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ვეწინააღდეგებოდი.

გარწმუნებთ, მესმის თქვენი შვილზე როგორც მამის გულისტკივილი. მაგრამ, გთხოვთ კარგად დაფიქრდით საკუთარი შვილის ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზედაც.”

“კ ლ ა ა ვ თ მიშას ?” – რა ეჭვებზე საუბრობს ნიკოლოზ სააკაშვილი?

თეგები: ნიკოლოზ მეტრეველინიკოლოზ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved