• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა იცოდეთ, ვინ არის ეს ქალი ანუ როგორი მოკავშირეები ჰყავს ივანიშვილის გუნდს” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
17:45 12-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,221
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედია მონდომებით ციტირებს პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ბეატრიქს ფონ შტორხს!
უბრალოდ, მინდა იცოდეთ, ვინ არის ეს ქალი ანუ როგორი მოკავშირეები ჰყავს ივანიშვილის გუნდს.
⚫️ ჯერ ერთი, ის ძალიან გავლენიანი ნაცისტური ოჯახის შთამომავალია. ბაბუამისი 13 წელი მსახურობდა ჰიტლერის ფინანსთა მინისტრად. ოჯახი გერმანელთა უდიდესი უმრავლესობის მსგავსად კრიტიკული არ არის მესამე რაიხის მიმართ. სენტიმენტები აქვთ.
⚫️ თავის ქმართან ერთად დაარსებული აქვს რამდენიმე მსხვილი, გავლენიანი კონსერვატიული ქსელი. ცოლ-ქმარი ქსელების საშუალებით ღიად ეწევა სარფიან ლობისტურ საქმიანობას. მოკლედ, მედია მათ პირდაპირ, უხერხულობის გარეშე მოიხსენიებს ლობისტებად ანუ მოგების სანაცვლოდ საქმის გამჩარხველებად.
⚫️ გერმანული მედია სავსეა ცნობებით, რომლებიც შტორხის მიერ კონსერვატიულ ფონდებში მობილიზებული თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე მოგვითხრობს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფული შესწირეთ კავშირს, რომლის მიზანია ეკლესიის მშენებლობა და ვიღაც ამ თანხით აბუდაბიში მოგზაურობს (უხეში მაგალითი).
⚫️ 2016 წელს ბერლინის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ არჩევნებზე ერთი და იმავე პირის მიერ ორჯერ ხმის მიცემის შემთხვევები გამოვლინდა (ჰო, კარუსელი დატრიალდა). გერმანიაში ყველა პარტიას თავისი დავების გადაწყვეტის სტრუქტურა (სასამართლოსავით) აქვს და მერე იქ უწევდა სირბილი, ორ ინსტანციაში.
⚫️ ეს ქალი ისლამსა და ბარბაროსობას ერთმანეთთან აიგივებს, გერმანელის მიერ მოწყობილ ამოკს (მკვლელობა, რომელსაც მანიით შეპყრობილი ჩადის) წინასწარ აბრალებდა მიგრანტებს, მუსლიმებს, “შავებს”…
⚫️ ბუნდესტაგის სხდომებზე უსაქციელობისთვის, ყვირილისა და შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო მრავალჯერ არის დაჯარიმებული, საჯარიმო თანხა აქვს გადახდილი.
⚫️ სჯერა და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს. მაგალითად, მისი აზრით, არსებობს საიდუმლო გეგმა, რომლის მიზანია დედამიწაზე აღარ დარჩეს არცერთი თეთრკანიანი, ჩაანაცვლდეს ტრადიციული ევროპული მოსახლეობა.
⚫️ მთავარი ჯერ არ მითქვამს: გასულ ათწლეულში შტორხი მხარს უჭერდა იარაღის გამოყენებას საზღვრის უკანონოდ გადმომლახველთა წინააღმდეგ. ბავშვებსა და ქალებსაც უნდა ვესროლოთო, ჰკითხეს მას “ტვიტერზე”. შტორხმა მშრალად უპასუხა: “დიახ”.
აი, “ქართული ოცნების” ევროპა – ნაციზმის შთამომავლობა, ლობიზმი და მექრთამეობა, არჩევნების გაყალბება, ცილისწამება, განსხვავებულთა ბარბაროსებად გამოცხადება, ლანძღვა-გინება, შეთქმულების თეორიები და ბავშვებისთვის ნასროლი ტყვია…
პრაშუ ლიუბიც ი ჟალოვაც, ბეატრიქს ფონ შტორხ…
P.S. “რეალის” ფანები ღადაობენ, ჩვენ გვიყვარს, ლუკა მოდრიჩს გვაგონებსო.

“მიხაელ როთი თქვენი სიძულვილისკენ მოუწოდებს ხალხს, მაშინ, როცა საქართველოში არჩევნებში ჩარევას თავად ცდილობდა” – ბუნდესტაგის წევრი ილონ მასკს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved