პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
ეს პოსტი მინდა იმ ადამიანებმა ნახონ, ვინც საჯარო მოხელეებს მუდმივად აბულინგებს, თითქოს „აშეიმინგებს“ რომ ხმა ამოიღონ, სისტემას დაუპირისპირდნენ, ამხილონ დ ა.შ. ვინც მოხელეებისგან მუდმივად ითხოვს „გმირობას“ და როცა ნამდვილი გმირი გამოჩნდება – არა ისეთი როგორიც თავად წარმოუდგენიათ – მოხელის ეთიკის დამრღვევი და საჯარო სამსახურში პოლიტიკით დაკავებული, არამედ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, აპოლიტიკური – ამ მორალის მკითხველებიდან ერთი ადამიანი არ ჩანს, ვინც ასეთ მოხელეს გვერდით დაუდგება. რატომ ვამბობ ამას?
გოგა რაზმაძე (ადამიანი, რომელმაც პოლიციის სისტემაში წლები გაატარა, რომელიც ადამიანის უფლებების დეპარტამენტში კონკურსით მოხვდა, ნეპოტიზმის, ბიძაშვილ-მამიდაშვილობის და სხვა გავლენების გარეშე), რომელმაც გაბედა და უსამართლობა გააპროტესტა, თან ზუსტად ისე, როგორც ღირსეულ, კეთილსინდისიერ მოხელეს შეშვენის, ჯერ სრულიად სისტემამ დატოვა მარტო (აი იმ სისტემამ, რომელსაც ზოგიერთები პირადი ურთიერთობების გაფუჭების თუ ფინანსური ინტერესების გამო ეკეკლუცებიან, რომელთა სამართლიან კრიტიკასაც ერიდებიან) და შემდეგ ეს მორალის წამკითხავი ხალხი დაიმალა.დიახ, რომ ეკეკლუცებით, აი იმ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულზე გამოძიება არ დაიწყო და იმ სახალხო (რეალურად არასახალხო) დამცველმა დარღვევა არ დაადგინა. ერთმა საჩივარი იმ უწყებას გადაუგზავნა, ვისაც რაზმაძე უჩიოდა და მეორესთვის იმავე უწყების არგუმენტები აღმოჩნდა თურმე გადამწყვეტი.ხოდა ახლა მაინტერესებს, პირველ რიგში, სად ხართ პოლიტიკოსები? რითი ხართ ოცნებაზე და ნაცმოძრაობაზე უკეთესები, რომლებიც საჯარო მოხელეებს მუდმივად ამ ნიშნით ყოფენ? მათსავით გგონიათ, რომ რადგან ეს უფლებადარღვეული ადამიანი კონკრეტული მინისტრის (თუ მინისტრების) დროს მუშაობდა, პარტიულია? თქვენთვისაც არ არსებობს საჯარო მოხელის ცნება? რატომ არ იღებთ ხმას? დ რატომ არ ამოიღეთ, როცა ეს ამბავი დაიწყო (ბოდიში, თუ ვინმემ ამოიღო და გამომრჩა).სად ხართ უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები (ბევრი გამოეხმაურა, ვგულისხმობ, ვინც არ გამოეხმაურა)? თუ ზოგიერთებისთვის არაა ეს „პოლიტიკურად“ საინტერესო საქმე?ესაა ყოვლად ამორალური ორმაგი სტანდარტები. გოგა ჩემი არავინაა, უბრალოდ წესიერი მოხელეა, რომელიც სხვა წესიერ მოხელეებთან ერთად გავიცანი. ამისთანა წესიერი სისტემაში ბევრია, გაბედული ცოტა. მისნაირები აუცილებლად შორს წავლენ. მორალისტებს და კეკლუცებს კი არაფერი ეშველებათ.
და ბოლოს, სად არიან საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ამ უმოქმედო უწყებების განვითარებაში ფულს დებენ და პასუხს არ სთხოვენ რას ხმარდება მათი ფული?
კომენტარები