• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიმართეთ ხალხურ საშუალებებს და შვილებსაც არ აკოცოთ – უკვე არის შიდა გადაცემის შემთხვევებიც”

ალია ავტორი - ალია
17:03 03-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

“მეგობრებო, დადგა გაზაფხული და ბუნებრივია ყველას უჩნდება სურვილი სეირნობის, კომუნიკაციების (თავშეყრების, შოპინგების, ქეიფის, მოფერების, ჩახუტების, მოგზაურობის და ა.შ).

არ დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსული ინფექციის აფეთქების საშიშროების წინაშე ვდგავრთ! COVID-19 in action!!! ის არის ძალიან შეუსწავლელი, ახალი, მუტანტი სწრაფად გავრცელებადი ვირუსი, რომელიც ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი, უფრო მეტად წვეთოვანი გზით და უკვე საუბარია გადაცემის ორალურ-ფეკალურ გზაზე (ამიტიმაც საჭიროა ხელების ინტენსიური დაბანა და ზედაპირების ხშირი დამუშავება). ვირუსი მრავლდება ლორწოვანებზე, მას ახასიათებს ბრძოლა სიცოცხლისათვის, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გამრავლდეს! მკაცრად დავიცვათ სოციალური დისტანციის პრინციპი, ნუ ჩაეხუტებით, ნუ გადაკოცნით ერთმანეთს, ნუ მიუახლოვდებით 2 მეტრზე ახლოს (მოგზარობის ისტორია აუცილებელია ვიცოდეთ, მაგრამ არის უკვე შიდა გადაცემის შემთხვევებიც).

საკუთარ შვილებსაც კი ნუ აკოცებთ! სახლში მოსულებმა გაიხადეთ ტანსაცელი, ფეხსაცმელი, ხელის დაბანაზე აღარ ვსაუბრობ… კორონავირუსი არ ცნობს საზღვრებს, კანის ფერს, თანამდებობებს.

ხილი, ბოსტნეული და მაღაზიებიდან მოტანილი შეფუთული პროდუქტი, სანამ შეინახავთ( რძე,იოგურტები, მაწონი და ზოგადად ყველაფერი რისი გარეცხვაც შეიძლება გარეცხეთ გამდინარე წყალში ან დაამუშავეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცებით ან სპირტით).

რა არ გინახავთ ზედ რომ მიაცემინებენ და მიახველებენ ადამიანები, ყოველგვარი ეტიკეტის დაცვის გარეშე…

დაამუშავეთ ზედაპირები ანტიბაქტერიული სითხეებით. სასურველია, არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტები გადავიდნენ ონლაინ მუშაობის პრინციპზე…

ვიზრუნოთ ერთმანეთზე, თუ გაქვთ მოგზაურობის ისტორია, თუ გაქვთ კონტაქტი საეჭვო პირთან, სიმპტომების გამოვლენამდე მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას! თუ აღგენიშნათ მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციურ, რესპუბლიკურ საავადმყიფოს ან გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა!

გახსოვდეთ, რომ COVID-19-ის გარდა ამ პერიოდში აქტივირებულია რინოვირუსი, ადენოვირუსი, გრიპის და კიდევ სხვა უამრავი ვირუსი, თუმცა თვითდიაგნოსტიკისა და მკურნალობისგან თავი შეიკავეთ! უამრავი იწერება კორონავირუსზე, ბევრი ფეიკია თავისი ბიზნესინტერესებით, ამ ახალი ბიოლოგიური მუტანტის შესახებ ბევრი რამ უცნობი და შეუსწავლელია, ამიტომ ნუ დაუჯერებთ ყველას და ყველაფერს!!! ‼️

გაითვალისწინეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები! მიმართეთ ყველა ხალხურ, ანტივირუსულ საშუალებას, გამოისვით ცხვირში ანტივირუსული მალამოები, ხშირად დალიეთ თბილი წყალი ყლუპებით. ვიყოთ ფრთხილად! ვიმოქმედოთ პანიკის გარეშე! დისტანციურად მოვეფეროთ ერთმანეთს! თავი ავარიდოთ შუღლს, ბოროტებას! ხელისუფლებამ კი უნდა გააძლიეროს ჰოსპიტალური სექტორის აღჭურვილობა, გადაამზადოს ექიმები და უმცრისი მედპერსინალი! ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ახალი და რთული გამოწვევისათვის! გახსოვდეთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, ეს კი დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს შეგნებაზე, განათლებაზე, ზნეობაზე და მოქალაქეიბრივ კულტურაზე! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved