• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მღვდელი, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე გამოვიდა, არ არის ქართული ეკლესიის წევრი – საპატრიარქო

ალია ავტორი - ალია
10:35 12-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საქართველოს საპატრიარქო, დნეპროპეტროვსკის ფერისცვალების ტაძრის იმ მოძღვრის შესახებ წერს, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა და ამის მიზეზად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელა. 

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს და გაურკვეველია მისი რელიგიური კუთვნილება. 

მათივე განცხადებით, მიუღებელია სამღვდელო შესამოსლით პოლიტიკურ აქციაზე გამოსვლა :

“ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება კადრები მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელი “სასულიერო პირის” – რამინ თარაშვილის შესახებ, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და სასულიერო პირისათვის შეუსაბამო განცხადებებს ავრცელებს.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს. იგი არასდროს ყოფილა ხელდასხმული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

ამასთან, გაურკვეველია მისი რელიგიური კუთვნილება. კერძოდ, რომელ ეკლესიას ეკუთვნის და ნამდვილად არის თუ არა იგი სასულიერო პირი. თავად რამინ თარაშვილი საჯაროდ ერიდება ამ საკითხზე საუბარს, არ ასახელებს, კონკრეტულად რომელი ეკლესიის წევრია, სად და ვის მიერ არის ხელდასხმული, სად მსახურობს ამჟამად.

მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ რამინ თარაშვილი უნდა მსახურობდეს დნეპროპეტროვსკის ფერისცვალების ტაძარში. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა, თუმცა იქ რამინ თარაშვილი ნამდვილად არ მსახურობს. უფრო მეტიც, დნეპროპეტროვსკის ეპარქიის სასულიერო პირთა სიაში მისი სახელი და გვარი საერთოდ არ ფიქსირდება 

მართლმადიდებელი სასულიერო პირისათვის შეუსაბამო და ყოვლადმიუღებელია სრული სამღვდელო შესამოსლით პოლიტიკურ აქციაზე გამოსვლა. ასეთი სამოსით სასულიერო პირი მხოლოდ ლიტურგიაზე იმოსება. სავარაუდოდ, ამ შეუსაბამოდ და კანონდარღვევით გამოყენებული შესამოსლით რამინ თარაშვილი ცდილობდა, სიტყვით გამოსვლისას ფსიქოლოგიური გავლენა გაემძაფრებინა და გარეგნული ეფექტი მოეხდინა საზოგადოებაზე.

აღარაფერს ვამბობთ მის კიდევ ერთ საქციელზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სასულიერო პირისთვის. მიმდინარე წლის 26 ივლისს რამინ თარაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე მთავარ სურათად დააყენა წელს ზემოთ შიშველი ფოტო, რაც სასულიერო პირისათვის უპირობოდ შეუსაბამოა.

თავის გამოსვლასა და ინტერვიუში რამინ თარაშვილი საჯაროდ ამცირებს უმაღლეს იერარქს, ცილს სწამებს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ მღვდელმთავარს. საეკლესიო სამართლის მიხედვით, ამგვარი საქციელი მკაცრად ისჯება. ამას გარდა, იგი თავს „წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებულ“ ადამიანად მოიხსენიებს, რაც სასულიერო პირისათვის ასევე შეუფერებელი საქციელია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რამინ თარაშვილის ნებისმიერი საღვთისმსახურო ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოების ნაწილი,”- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved