ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა:
„ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების კლება აღინიშნება. თუ იყო 1500-1700 შემთხვევის ფარგლებში, ახლა არის 1000-ის ფარგლებში. იმის თქმა, რომ ეს ვაქცინაციის შედეგია, ნაადრევია, თუმცა, ვაქცინაციამ თავისი მცირე წვლილი შეიტანა.
გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, „მესამე ტალღის“ პიკი გადავიარეთ. ყველაზე მძიმე პერიოდი უკან დარჩა. ველით ახალი შემთხვევების შემცირებას, რასაც შემდეგ მოჰყვება გარდაცვალების შემთხვევების შემცირება.
სანამ მასობრივ ვაქცინაციას მოვახერხებთ და მოსახლეობის 60-65% ს ავცრით, მანამდე, იმისთვის, რომ მესამე პიკი მართლა დავძლიოთ, ოპტიმიზმი გვქონდეს და არა ფრთხილი ოპტიმიზმი, საჭიროა რეგულაციების შესრულება“
კომენტარები