ჟურნალისტი, თეონა გოგელია:
“მეგობრებო, მესამე მსოფლიო ომი, ანუ რუსეთთან ომი ნატოს მონაწილეობით, თუ დაიწყება, დაიწყება პირდაპირ. ამას სამიტზე არავინ გამოცხადებს, მეტიც, ომი შეიძლება იმდენად მოულოდნელად დაიწყოს, რომ ფეისბუკის ქართველი მომხმარებლები წინასწარ ვერ გააფრთხილონ, სამწუხაროდ.
გავიგეთ, რომ ნატო ხიხია და მოუქნელია, ოღონდ ამას ალიანსის წევრები თავად ამბობენ, თქვენ „შეშფოთებაში“ ახალი არაფერია. ვფიქრობ, ბევრად ორიგინალურები იქნებით, თუ მაგალითად, დაინტერესდებით იმით, საქართველო რას აპირებს ასეთი კატასტროფის შემთხვევაში, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას და ა.შ,
უკრაინელებს ნუ გადაასწრებთ ალიანსის და დასავლეთის კრიტიკაში თბილი სახლებიდან, უხერხულიც აღარაა, სასაცილოა უბრალოდ”
კომენტარები