• რეკლამა
  • კონტაქტი
05:54, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერიამ კონცერტების ჩასატარებლად 2,7 მილიონის ტენდერები გამოაცხადა

ალია ავტორი - ალია
14:24 12-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

2020 წლის 1 და 2 დეკემბერს თბილისის მერიამ 2,705,550 ლარის ღირებულების 13 ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიზანიცაა 2021 წლის განმავლობაში თბილისში გასამართი კონცერტებისთვის სხვადასხვა მომსახურების შესყიდვა, მათ შორის 2022 წლის საახალწლო კონცერტებისთვის აპარატურის და სცენის მოწყობილობების შესყიდვა.

აღნიშნული 13 ტენდერი 2021 წლის მანძილზე თბილისში გასამართი კონცერტებისთვის შესაბამისი აპარატურის მომსახურების შესყიდვას ემსახურება. მათ შორის 216,000 ლარი იხარჯება ამ კონცერტების გასაშუქებლად დიდი ეკრანების ქირაობას, ხოლო 98,000 ლარი 2021 წლის განმავლობაში დაგეგმილი კონცერტებისთვის გარე გათბობების შესყიდვას.

100,000 ლარის დახარჯვას აპირებს თბილისის მერია 2021 წლის განმავლობაში გასამართი კონცერტებისთვის ფოიერვერკისა და სხვა პიროტექნიკის შესაძენად.

აგრეთვე 100,000 ლარი დაიხარჯება თბილისის ბიუჯეტიდან 2021 წელს გასამართი კონცერტებისთვის ბიოტუალეტების მომსახურების შესაძენად.

აღნიშნული შესყიდვები უნდა დაფინანსდეს 2021 წლის თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც პირვანდელი პროექტის თანახმად 840 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 262 მილიონი ლარით ნაკლებია 2020 წლის ბიუჯეტზე.

262 მილიონი ლარით შემცირება სხვადასხვა პროექტებისთვის თანხის შეკვეცით მოხდა, მათ შორის მცირდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები მცირდება 125 მილიონი ლარით (ანუ თითქმის ნახევრდება):

– საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მცირდება 34 მილიონი ლარით;- ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მცირდება 97 მილიონი ლარით.

2021 წელს თბილისის მასშტაბით უფასო სასადილოებში ბენეფიციარებს ისევ 1.3 ლარად აჭმევენ დღის განმავლობაში, ხოლო ამის პარარელურად თბილისის მერიასა და გამგეობებში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 5.5 მილიონი ლარით იზრდება. მათ შორის თბილისის მერის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 2021 წელს 300,000 ლარით იზრდება, მაშინ როდესაც თანამშრომელთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

2020 წლის ოფიციალური მონაცემების თანახმად თბილისში 106,253 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო პანდემიის პირობებში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა.

თვეების განმავლობაში უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანებს მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით ეხმარება, რომელიც მთელი ოჯახის გამოსაკვებად და საარსებოდ უნდა ეყოთ მოქალაქეებს. ამ პირობებში კი თბილისის მერია 2020 წლის დეკემბერში აცხადებს 2022 წლის საახალწლო კონცერტების გასამართად ტენდერებს, რომელშიც თბილისის 2021 წლის ბიუჯეტიდან 2,705,550 ლარის დახარჯვას აპირებს. ამავე ბიუჯეტში 5.5 მილიონი ლარით იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ამის პარალელურად უფასო სასადილოების ბენეფიციართა დღიური მენიუ ისევ 1.3 ლარით განისაზღვრება, ხოლო ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტები 2021 წელს 125 მილიონი ლარით მცირდება.

წყარო:

სოციალური მომსახურების სააგენტო:http://ssa.gov.ge/index.php?sec_id=330&lang_id=

Geoტენდერები:https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge

თბილისის მერია

თეგები: ბიუჯეტითბილისის მერიაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved