საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ არავისზე არ არის გაბრაზებული. მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილზე.
„ვანო მერაბიშვილი, რომ გამოუშვეს მქონდა საშუალება მისი ნახვის და ყველაზე მეტად იცით რამ გამაოგნა? საერთოდ არ არის გაბრაზებული. ივანიშვილი, რომ ივანიშვილია, იმაზეც არ არის გაბრაზებული. ადამიანი იყო 7 წელი სამარტოო საკანში. ეს არის ტანჯვა-წამება ყველა საერთაშორისო ნორმით. ძაან ბევრი ადამიანი გადავიდოდა ჭკუიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ონლაინჩართვისას, რომელიც ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა.
კომენტარები