• რეკლამა
  • კონტაქტი
01:59, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მერაბიშვილი გაიყვანეთ საკნიდან და კადრები წაშალეთ…” – რა ბრალდებებს უყენებს გოგაშვილი “ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
16:08 08-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
428

სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, დღეს გამქვეყნებულ ახალ წერილში, წერს:

“რეციდივისტები რომ ხართ, კიდევ ერთხელ დადასტურდა. პირველად, მერაბიშვილი გაიყვანეთ საკნიდან და კადრები წაშალეთ, შემდეგ მუხთარლი გაიტაცეთ და მთელი ქალაქის კამერები ლაგოდეხამდე წაშალეთ, მე დამემუქრეთ ოჯახის მოსპობით, ოთხჯერ მესაუბრეთ ციხეში და მთლიანი სერვერები დაწვით. რეციდივისტები ხართ, აბა ვინ ხართ?”

 

2013 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 2013 წლის 13-14 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 01:30 საათზე, იგი გამოიყვანეს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან და მიიყვანეს, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო და  2014 წლის 14 იანვარს დასრულდა.

2016 წლის 21 ივნისს გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ  2016 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა, ცალკეული გარემოებების გამო.

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაასრულა და ამ ფაქტის ჩადენა არ დადასტურდა.

 

“დათვალიერებული იქნა ივანე მერაბიშვილის მიერ დასახელებულ სავარაუდო მარშრუტზე (აბუსელიძე-ტბელის ქუჩიდან –  ქეთევან წამებულის ქუჩა, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ჩოლოყაშვილის მოედანი, გულიას მოედანი) განლაგებული  გარე სამეთვალყურეო 18 ვიდეოკამერის  ჩანაწერი, მათ შორის იმ ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებიც მთლიანად ფარავდა №9 პენიტენციური დაწესებულებიდან ერთადერთ ამოსასვლელ სამანქანო გზას ქეთევან წამებულის გამზირზე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელ ტერიტორიას, თუმცა ივანე მერაბიშვილის მიერ მითითებულ პერიოდში, მითითებულ მარშრუტზე, მის მიერ დასახელებული მაღალი გამავლობის – ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომლითაც თითქოსდა განხორციელდა მისი უკანონო გაყვანა დაწესებულებიდან,  ნანახი ვერ იქნა.  მოცემულ ვიდეოჩანაწერებზე ასევე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერებზე არ არის მონტაჟის კვალი”, – წერია პროკურატურის მაშინდელ განცხადებაში.

გამოძიება აცხადებდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ინახებოდა მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. ვინაიდან, ი.მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა მხოლოდ 3 დღის შემდეგ, 2013 წლის 17 დეკემბერს, ვერ მოხერხდა შესაბამისი ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა და დათვალიერება.

 

თეგები: ვანო მერაბიშვილისოსო გოგაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved