აბუ-დაბის სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს.
რუსული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის თხოვნის გათვალისწინებით და მხარეებს შორის შერიგების საფუძველზე მიიღეს.
შემცირდა მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმაც, კერძოდ, 300 ათასი დირჰამიდან 150 ათას დირჰამამდე.











კომენტარები