• რეკლამა
  • კონტაქტი
14:09, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მელიქიშვილის გამზირზე მობილური პროტესტი გრძელდება – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
11:44 11-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციამ მობილური პროტესტის სახე შეიძინა. ამის შესახებ ადგილზე მყოფმა პოლიტიკურმა ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მიმართეს. როგორც “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განმარტა, პროტესტის მონაწილეები მშვიდობიან აქციას გააგრძელებენ და იმ შემთხვევაში თუ საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებისკენ წამოვლენ პროტესტის მონაწილეებიც უკან დაიხევენ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი განმარტავს, რომ პროტესტი მუდმივად გაგრძელდება და ქუჩების ბლოკირება მოხდება. მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე დაბრუნებას აპირებენ.

ამ დროისთვის გამზირზე ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან მობილიზებულია პოლიცია. ხოლო ფილარმონიის მხარეს აქციის მონაწილეები არიან განლაგებულები. არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალებით ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლის შემდეგ, პროტესტის ტალღამ ძალადობრივად მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლა. დაპირისპირების შედეგად დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა შსს-ში ჯერ ზუსტ რიცხვს არ ასახელებენ.

„პოლიცია დგას და გზის გადაკეტვაში გვეხმარება, თუ დაიშლებიან ჩვენ გადავინაცვლებთ ჩვენთვის სასურველ ადგილას გადაინაცვლებს. აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები გვაქვს. ბევრი რამ ნაფიქრია, ადგილზე კოორდინირებულად ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ ეს უწყვეტი პროტესტი შევინარჩუნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი პროტესტი, რომელიც სისტემას ღლის და ჩვენ გვაძლიერებს. ძალიან კარგი იყო ასე გადაჭარბებული ძალით რომ გამოვიდნენ იმიტომ, რომ სრულად დავინახეთ, რის შესაძლებლობა აქვთ. მთელი სპეცრაზმი, პოლიცია, ყველა დაჯგუფება ჰყავდათ გამოყვანილი. ფაქტობრივად, ამაზე დგას პოლიცია, მეტი არაფრის რესურსი მათ არ აქვთ. ვიცით, რომ ის ადამიანები, ვისაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის და „ძლიერი საქართველოს“ იდეის სჯერა, გაცილებით მეტი ვართ“, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved