„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
“გახარიას პარტიის პასუხი ძალიან აინტერესებს საზოგადოებას, მელიასთვის გადამდგარი გახარია დღეს რას იტყვის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს რაღაც საერთო ნარატივი, რაც მაშინ იყო, თითქოს უკანონო დაკავება იყო მელიასი და ამიტომ სიმართლის მღაღადებელმა გახარიამ მიატოვა თავისი გუნდი. ეს ღალატი კი არ იყო უბრალოდ, სიმართლისთვის მიატოვა გუნდი. ეს სიმართლეც, თურმე, არ არის სიმართლე, ტყუილია. ყველაფერი სპეკულაცია იყო და მისი გადადგომა იმ ფეიკ-კამპანიას, რომელიც დღეს სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, აძლიერებდა, მეტი არაფერი. ადამიანის მიერ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მიერ გუნდის ღალატი იმ ნარატივის გასაძლიერებლად, რომლის ნარატივიც აგერ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ აბსოლუტურად ტყუილი იყო, დღეს კიდევ უფრო ხელის გულზე ჩანს. დღეს უფრო მეტი ლუსტრაცია ხდება იმის, რაც მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ ჩაიდინა და ალბათ საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დასკვნას გააკეთებს ამ ფაქტის შემდეგ“.
სტრასბურგმა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა
კომენტარები